
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.





