
ევროკომისრები საქართველოს უსამართლო შეზღუდვებს უწესებენ
ევროკავშირის ახალი ლიდერები, რომლებიც არსებითად ძველი სახეები არიან, საქართველოს უპირისპირდებიან და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეცვლას ცდილობენ. ფაქტია, რომ ევროპელების გარკვეული ნაწილი ვერაფრით ეგუება ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” დარჩენას და ამის თაობაზე, არც არაფერი აინტერესებს.
ესტონეთმა და ლიტვამ სანქციების შემოღებას მისცეს ხმა, ევროპარლამენტი საერთოდ გასცდა ყოველგვარ ზღვარს და ფაქტობრივად დესტრუქციის გზაზეა დამდგარი, რაც მათ შორის უმეტესად იმან განაპირობა, რომ დღევანდელი ევროკომისრები არიან გუშინდელი პრიბალტიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის კაია კალასი, ვინც გახდა ახალი ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
ევროკავშირის ბიუროკრატების განსაკუთრებული მოწადინება სანქციების მუქარიდან სანქციების გამოყენებამდე, რაშიც მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტო გვიცავს, ისეთი გააფთრებით ვითარდება, რომ რაღაც პერიოდში სანქციები ევროკავშირიდან, როგორც ჩანს, გარდაუვალი გახდება, მით უფრო, რომ დღეს საქართველოს თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტებით გათვალისწინებული უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეუჩერეს.
არანაკლები მიკერძოებითა და გაბოროტებით გამოირჩევა კასპერ ველდკამპი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.
საბოლოო ჯამში, ჩვენი სამშობლო მძიმე დარტყმების გამო დიდი რყევების ეპიცენტრში მოექცა და ამ დროს განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს ხელისუფლების გონივრული ზომიერება და ქვეყნის მშვიდი ნავიგაცია არეულ დროს, რაც ნამდვილად ხელეწიფება ისეთ გონიერ და გამოცდილ ლიდერს. როგორც ჩვენს ქვეყანას ბატონი ბიძანა ივანიშვილის და ბატონი ირაკლი კობახიძის სახით ჰყავს, რაც ყველა ქართველისათვის დიდი იმედია.
ირაკლი გიორგაძე





