• October

    5

    2023
  • 209
  • 0
გია ვოლსკი : კეზერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ხაბეიშვილის ფრთის ინტელექტუალური დონე აამაღლოს და ამისთვის მის ფლანგზე გიორგი ვაშაძე შეიყვანა, რომელსაც არჩევნები წაგებული აქვს ნიგერიის მოქალაქესთან

გია ვოლსკი : კეზერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ხაბეიშვილის ფრთის ინტელექტუალური დონე აამაღლოს და ამისთვის მის ფლანგზე გიორგი ვაშაძე შეიყვანა, რომელსაც არჩევნები წაგებული აქვს ნიგერიის მოქალაქესთან

გვახსოვს, ამბობდნენ, შეშა არაფერს წარმოადგენდა თუ არა რესურსს, რომ გამთბარიყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტომრებში ჩატენილი შეშა ბარიკადებისთვის იყო, შეშა იყო ცეცხლმოკიდებული იარაღი პოლიციის მისამართით სასროლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„თუ რევოლუციურ სცენარში გათვალისწინებულია კარვების გამოყენება, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ. ძალიან კარგად გვახსოვს, როცა ამბობდნენ, რომ შეშა არაფერს წარმოადგენდა თუ არა რესურსს, რომ გამთბარიყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ტომრებში ჩატენილი შეშა ბარიკადებისთვის იყო, რომელიც ვერ ააშენეს. შეშა იყო ცეცხლმოკიდებული იარაღი პოლიციის მისამართით სასროლად. მთავარი თემა გვავიწყდება – რა გამოავლინა სუსი-ს გამოძიებამ და რა გვეუბნება ფარული ჩანაწერები? – აქედან გამომდინარე ვალდებული ვართ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემს იმ ძალებს, ვისთვისაც რევოლუცია და სისხლისღვრა მთავარი მიზანია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება, მისთვის ლევან ხაბეიშვილთან დამარცხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუკპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კეზერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ხაბეიშვილის ფრთის ინტელექტუალური დონე აამაღლოს და ამისთვის მის ფლანგზე გიორგი ვაშაძე შეიყვანა, რომელსაც არჩევნები წაგებული აქვს ნიგერიის მოქალაქესთან.

„მგონი, მან 0,6 პროცენტი აიღო და მისმა მოწინააღმდეგე ნიგიერიელმა 0, 5 პროცენტი. ხალხო, რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? მელია არ იყო, გავეშებული პარლამენტს რომ უტევდა და ახალგაზრდების სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ? მელია არ იყო, გავეშებული ცესკო-ს რომ უტევდა? ხაბეიშვილი არ არის, ვინც ამბობს, ამ ქვეყანაში რა დროს არჩევნებია, რევოლუცია უნდა მოხდესო? – ერთი და იმავე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor