
ზურაბიშვილს ნივთების ჩალაგებას ურჩევენ, ყაველაშვილს კი დასავლური პრესა ხელაღებით აკრიტიკებს
საფრანგეთის მოქალაქემ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩაალაგოს ნივთები, რასაც, როგორც ჩანს, არ აპირებს. ამიტომ ამაში მას პოლიცია უნდა დაეხმაროს – ალბათ, ევროპა და ამერიკა ასეთ მკაცრ სცენარს ელოდება. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ირჩევენ განვითარების საკუთარ გზას, დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას.
ბოლო დღეებია, თბილისის ცენტრში, ქუჩები პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს, მაგრამ, ამან ოპოზიცია არ შეაჩერა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კორდონების გარღვევას პერმანენტულად ცდილობენ და სამართალდამცავებს თავს ესხმიან.
რადიკალების პროტესტისა და მუქარის მიუხედავად მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი გახდა.
დასავლური პრესა მაშინვე აფეთქდა კრიტიკული სტატიებით.
ამგვარად, The Guardian-მა მიხეილ ყაველაშვილს ,,პრორუსული პოლიტიკოსი და დასავლეთის მკაცრი კრიტიკოსი” უწოდა, რომელსაც “მტკიცედ გამოხატული ანტიევროპული” შეხედულებები აქვს.
ბლუმბერგი კი თვლის, რომ ეს არის „საქართველოს მთავრობის გადახვევა დასავლეთისკენ მიმართული კურსიდან, რუსეთთან მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ“.
საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა და ყველას მსოფლიოში ამ არჩევანთან შეგუება მოუწევს.
მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ





