
პროტესტანტებმა პატრიარქის ფონდი შეურაცხყვეს
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დესტრუქციული პროტესტანტები პატრიარქის სახელსა და მის ფონდსაც შეეხნენ და ამ ფონდიდან აბრა ჩამოგლიჯეს, რაც ხელოვანმა ადამიანმა აღმოაჩინა და უპატრონა. გთავაზობთ ამ ადამიანის, მალხაზ ვარშანიძის შეფასებას.
-ბატონო მალხაზ, სად და როგორ შენიშნეთ ეს ვანდალიზმი და რა აღმოაჩინეთ ?
-მომხდარი გუშინ რუსთაველზე ვნახე, ცისფერ გალერეასთან. იქვე, მოშორებით, პოლიციას შევეკითხე, მათ არაფერი იცოდნენ. შემდეგ ვეცადე ფონდთან დაკავშირება, ადგილზეც მივედი, იქაც არავინ იყო. გარეთ აღარ დავტოვე, რადგან საღამოს ისევ მოვიდოდნენ აქციის მონაწილეები და ღმერთმა უწყის რა ,,პერფომანსებს” ჩაატარებდნენ ამ აბრასთან. ბოლოს ქაშუეთის ეკლესიაში მივიტანე და დავუტოვე, ფონდს დაუბრუნებენ.
ასეთი განმარტება გააკეთა რეჟისორმა და მხატვარმა მალხაზ ვარშანიძემ ,,GEO NEWS”-ისთვის მიცემულ კომენტარში.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





