• December

    19

    2024
  • 119
  • 0
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დაზიანებას პრეზიდენტობის ბოლო დღეებშიც განაგრძობს

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დაზიანებას პრეზიდენტობის ბოლო დღეებშიც განაგრძობს

ნახევრად ცარიელი დარბაზი და ჩაწერილი ტაში. ასე წარსდგა ე.წ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამეტში.

საერთაშორისო ტრიბუნა სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის აქამდე ჩვეული წესებით გამოიყენა და მის მცირე, მაგრამ მაინც პარტნიორ ევროდეპუტატებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ შეეცადა საქართველოს იმიჯის დაზიანებას. მან მმართველი პარტია თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით საგარეო პოლიტიკის შეცვლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა. მან 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად, პარლამენტი და პრეზიდენტი არალეგიტიმურად შეაფასა. არადა, თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ,,ქართულ ოცნებას” კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, საზოგადოებამ უკვე ნახა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტებით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი არაერთხელ დაარღვია.

საპრეზიდენტო სავარძელს ჩაბღაუჭებული სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლით კმაყოფილია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის გზავნილებს სწორად აფასებს და ამ ფონზე დასავლეთიდან ,,ქართული ოცნების” მისამართით წნეხის გაძლიერებას ელოდება.

ის, რომ ხელისუფლება მისი ეროვნული ინტერესების გამო, კრიტიკის, მუქარისა და შანტაჟის საგანია, როგოც დასავლეთის, ასევე ქვეყნის შიდა მტრებისგან კარგად იციან მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ე.წ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ახსენებენ კონსტიტუციის დარღვევას და იმას, რომ თანამდებობაზე ყოფნის ერთი კვირაღა დარჩა. იქამდე სანამ ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეები აქვს კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ კამპანიას საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor