
მაკკეინის ინსტიტუტი რადიკალების მხარდაჭერას განაგრძობს
,,მაკკეინის ინსტიტუტმა” რეზონანსული ანგარიში გამოაქვეყნა, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მიმდინარე პროტესტს 9 – დან 13 დეკემბრამდე უწევდა მონიტორინგს წერს, გასაკვირია, რომ აქციებზე არ არის მსხვერპლია, ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი საყრდენია იგივე ნარატივს იმეორებს, რასაც რადიკალური ოპოზიცია. მიმდინარე აქციებზე, რომ ზემოთ ხსენებული ძალების ინტერესში ადამიანური მსხვერპლი შედიოდა, რასაც შემდგომ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნით ხელისუფლების დასამხობად გამოიყენებდნენ, წინა კვირას სახელმწიფო უსაფრთხოებოს სამსახურმა ამხილა, რომელმაც საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
,,მაკეინის ინსტიტუტის” ანგარიში, სადაც მსხვერპლზეა საუბარი, კიდევ ერთხელ არწმუნებს სახელისუფლებო გუნდს, რომ რადიკალური ოპოზიცია, თუ მათი პარტნიორები ყველაფრის მკადრებლები არიან, რათა მათი მზაკვრული გეგმები განახორციელონ და ქვეყანა 2012 წლამდე პერიოდში დააბრუნონ.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აღნიშნული ამერიკული ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მასობრივ პროტესტსა და ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე წერდა, თუმცა რადიკალების მხრიდან ვერშემდგარი ,,ნაცმაიდანის” შემდეგ მათი გეგმები სააშკარაოზე გამოდის და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ აღნიშნული ძალები მხოლოდ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ არიან მიმართულნი.
ირაკლი გუნია





