• December

    19

    2024
  • 119
  • 0
ქვეყანაში დაპირისპირების დასრულებაში ეკლესიის როლი გადამწყვეტია

ქვეყანაში დაპირისპირების დასრულებაში ეკლესიის როლი გადამწყვეტია

უკვე წესად ჩამოყალიბდა ოპოზიციის კონტროლირებადი მედიებიდან წმინდანების შეურაცხყოფა, პატრიარქის ბულინგი და უშვერი სიტყვებით მოხსენიება, სიძულვილი და ცილისწამება საპატრიარქოს მიმართ. ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ უპირისპირდებიან რადიკალები ქართულ ეკლესიას. თუმცა ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ ბოლო დღეებში ნახა, რადიკალთა არა ქართულ და ამავდროულად, არა ქრისტიანულ ქმედებებზეც  მიუთითებს.

იესო ქრისტეს გამოსახულებით დამწვარი ჩასასვენებელი-სასახლე პარლამენტთან, აქცია ტაძართან და თავდასხმა სასულიერო პირებზე. რუსი, მოღალატე, აი, ასეთი ეპითეტებით მოიხენიებენ ყველას, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებს და მზად არიან სხვის რელიგიურ გრძნობებზე ითამაშონ. სწორედ ასე ცდილობენ პროცესები დაძაბონ და ქვეყანაში ვითარება უმართავი გახადონ.

დესტრუქციული ძალების სამიზნე მრავალი წელია ერის სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანა.

პატრიარქის დიდი თავდადების ფასად, საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა გაღრმავდა, აშენდა უამრავი ეკლესია და მონასტერი. პატრიარქის როლი დიდია საგანმანათლებლო თუ კულტურულ სფეროში. ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის უდიდესი ღვაწლი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომში კონფლიქტის ზონიდან ქართველთა ცხედრების გადმოსვენებაზე. პარტიარქის საქმეების ჩამოთვლა, რომელიც საქართველოსთვის ფასდაუდებელია, შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. ლიბერალური ფაშიზმი, არის ის, რაც რადიკალთა სახეს სულ უფრო ამხელს, სწორედ ეს ძალები ქართულ ეკლესიაზე თავდასხმით ცდილობენ, პროტესტი ევროპული ღირებულებებითა და სიტყვის თავისუფლებებით შეფუთონ, რომელიც რეალობასთან აცდენილია. ამ წნეხისა თუ თავდასხმებს მიჩვეულია ქართული ეკლესია, რომელსაც ჯერ საბჭოთა ხელისუფლება, ახლა კი საკუთარ ქვეყანაში, რადიკალთა მცირე ჯგუფები ებრძვიან. თუმცა, ქართული ეკლესია საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს, ამიტომაც, ეკლესია დღეს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების დასრულების მოწოდებით გამოდის.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor