• December

    19

    2024
  • 93
  • 0
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული გიორგი ჩუტკერაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული გიორგი ჩუტკერაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული გიორგი ჩუტკერაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

როგორც ჩუტკერაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა 2 დეკემბერს მაშინ დააკავა, როდესაც რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ჩუტკერაშვილმა აღნიშნა, რომ სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გადამიყვანეს სადამსჯელო ტრანსპორტში დაკავების შემდეგ, სადაც ნახევარი საათი, დაახლოებით 20 ადამიანი ფიზიკურად მისწორდებოდა. ამის შემდეგ გადამიყვანეს პოლიციელებმა, რომლებიც დღეს იყვნენ ჩემი მოწმეები. რეალურად, მათ არ დავუკავებივარ, მათ გადასცეს ჩემი თავი. სპეცრაზმელებმა დამაკავეს. ნაცემი, ტანსაცმელგახდილი გადასცეს ჩემი თავი სპეცრაზმელებმა სხვა პოლიციელებს. ფეხსაცმელი და ქურთუკი გამხადეს, წამართვეს ზურგჩანთაც. მათ უკვე განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც ოქმი შეადგინეს. მე ხელი არ მოვაწერე, აბსურდი იყო. ვიდრე მარშუტკამდე წამიყვანდნენ, გზაში ცდილობდა ერთ-ერთი ფეხსაცმლის გახდას. მარშუტკაში შეგდებამდე მითხრეს, რა კარგი ქურთუკიაო და გამხადეს. შიგნით მცემეს და მეორე ფეხსაცმელი უკვე შიგნით, სადამსჯელო მარშუტკაში გამხადეს. იქაც სასტიკად მცემეს. ფეხშიშველი, ქურთუკის გარეშე მატარეს განყოფილებაში. თვალზე 20-პროცენტიანი მხედველობა მაქვს ამ ცემის შედეგად, რაც სამედიცინო დოკუმენტებით დასტურდება. თავში მირტყამდნენ. გატეხილი მქონდა თავი, მქონდა ტვინის შერყევა. ზურგზე მირტყამდნენ წიხლით, თავით, ხელით“,-განაცხადა ჩუტკერაშვილმა.

შსს-ს წარმომადგენელი გიორგი ჩუტკერაშვილს ორ მუხლს ედავებოდა. წვრილმან ხულიგნობაში მოსამართლემ მისი ბრალეულობა არ დაადასტურა, თუმცა პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიჩნია, რომ შსს-ს ხმოვანი შეტყობინება, ტერიტორიის დატოვების შესახებ, აქციის მონაწილისთვის რუსთაველის დატოვების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor