• December

    20

    2024
  • 95
  • 0
ვახტანგ გომელაური ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ელჩმა გომელაურს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor