• December

    20

    2024
  • 83
  • 0
„ბილდის“ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ, „დიფ სთეითის“ ცნობით კი, რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს

„ბილდის“ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ, „დიფ სთეითის“ ცნობით კი, რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს

„ბილდის“ ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ კურახოვოდან გავიდა. რიოპკეს თქმით, ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი.

უკრაინული მედია წერს, რომ კურახოვოს დაკარგვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პარალელურად, უკრაინული ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში დასახლებული პუნქტი კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს და კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწიეს.

„დიფ სთეითის“ თანახმად, რუსმა სამხედროებმა აიღეს ტრუდოვოე და უსპენოვკა, სადაც საალყო მდგომარეობის გამო ყველა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ვერ მოახერხა გამოსვლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor