• December

    20

    2024
  • 81
  • 0
საქართველო ესტონეთთან ცალმხრივ მეგობრობას განაგრძობს

საქართველო ესტონეთთან ცალმხრივ მეგობრობას განაგრძობს

საქართველო ესტონეთის მხრიდან დაწესებული სანქციის შემდეგ, ქვეყნის ცალმხრივ მეგობრად რჩება, თუმცა სახეზეა, ესტონეთის მორიგი არამეგობრული ნაბიჯი – სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლარცის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ამის მიზეზი კი ლარცის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებაა, ხოლო ლარცის გადაყენების ინიციატორი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია.

ლარცის მხრიდან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია რადიკალებისთვის, ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ლარცმა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გამო პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

რაც შეეხება ,,ქართული ოცნების” პოზიციას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო ისჯება.

მართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ დიალოგისთვის საპარლამენტო სივრცე უნდა ფართოვდებოდეს და არა პირიქით. ეს ესტონეთის მხრიდან პირველი არამეგობრული გადაწყვეტილება არ არის, აქამდე იყო სანქციები, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო ესტონეთს წარმატებას უსურვებს და ცალმხრივ მეგობრობას ინარჩუნებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor