• October

    5

    2023
  • 154
  • 0
ნიკა მელია – დათო კირკიტაძე და ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან, როგორც ჩანს, მათ ყოველთვის ეგონათ,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას

ნიკა მელია – დათო კირკიტაძე და ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან, როგორც ჩანს, მათ ყოველთვის ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას

დარწმუნებული ვარ, სიმართლე არის იქ, სადაც მე ვდგავარ, არა იმიტომ, რომ მე ვარ მართალი, უბრალოდ, ასეთი არჩევანი გავაკეთეთ მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა, დათო კირკიტაძე და ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთნი არიან, რა კომენტარს გააკეთებენ, ეს არის მეასეხარისხოვანი, საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი მენეჯმენტის სახეს საზოგადოება კარგად ხედავს”,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, არაფერი აინტერესებს დათო კირკიტაძეს, რომ სიაში მოხვდეს,  ერთი სული აქვს.

,, მართლა გამარჯვება ხომ არ უნდა, ბიძინას დამარცხება უნდა დათო კირკიტაძეს ვანო მერაბიშვილთან ერთად? უახლოესი მეგობრები რომ არიან და ბიზნესში არიან ჩართულები. ფარისევლობას, სიყალბეს ვებრძვი წლების განმავლობაში და ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია იყო და არის „ქართული ოცნება“, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩადგნენ ამ სიყალბეში იგივენაირად. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს მათ მორალურ და რეალურ სახეს. იმის მაგივრად, რომ საკუთარი დანაპირები შეესრულებინათ და ბრძოლა გაემართათ ივანიშვილის წინააღმდეგ, ქუჩა არ გადაუკეტავთ უკანასკნელი რვა თვის მანძილზე, კვლავ მიხელ სააკაშვილის სახელს არიან ამოფარებულები“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაცინალური მოძრაობის“ დღევანდელ მენეჯმენტს ჰგონია, რომ პარტიის ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას.

„პრობლემა რამაც გამოიწვია,  ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილის უახლოესმა მეგობარმა კირკიტაძემ, რომელსაც ბიზნესის გარდა არაფერი აინტერესებს, პოლიტიკაში იმიტომ არის, რომ ბიზნესს უნდა უზრუნველყოფა, წარმოაჩინა ამ ადამიანმა საკუთარი თავი ბოლო თვეებში და მგონი, არც მალავს. იქნებ საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, რატომ აიგივებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ამომრჩეველი ვანო მერაბიშვილს და დათო კირკიტაძეს „ქართულ ოცნებასთან“, იმიტომ ხომ არა, რომ მებრძოლი ადამიანები გაყარეს პარტიიდან? კირკიტაძეს და მერაბიშვილს ყოველთვის ეგონათ, როგორც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას, რწმენას, დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, აქ არაფერ შუაშია ნიკა მელია, აქ საუბარია ათასობით ამომრჩეველზე“, – განაცხადა მელიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor