• December

    21

    2024
  • 94
  • 0
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ადგილობრივი მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.

შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor