• December

    21

    2024
  • 124
  • 0
საქართველო ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს – ხელისუფლება ევროინტეგრაციის ერთგული რჩება

საქართველო ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს – ხელისუფლება ევროინტეგრაციის ერთგული რჩება

მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანაში პროტესტი არ ცხრება.

უკვე 23 დღეა, რაც რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა მარშებით რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ვერშემდგარი ,,ნაცმაიდანის” შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებას განაგრძობს და საზოგადოებას აჯერებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივა წაართვა.

ტყუილი და დეზინფორმაცია, ასე ფასდება ხელისუფლების მხრიდან რადიკალების უცვლელი სტილი. არადა, ხელისუფლების გადაწყვეტილება დასავლეთის მხრიდან ბოლო პერიოდში შანტაჟის დასასრულებლად იყო განპირობებული.

მმართველმა პარტიამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ჩახსნა და მას 2028 წლამდე აღარ დაუბრუნდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაგრძობს. საქართველო მზად 2030 წლისთვის იქნება.

ის, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი გაფართოებას არ გეგმავს, ეს თავის დროზე შარლ მიშელის მხრიდანაც ითქვა. მიშელმა ადრე მრავალჯერ განაცხადა, რომ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა გაფართოების პროცესი მხოლოდ 2030 წელს განახლდება.

ის, რომ ქვეყანამ საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, უსაფუძვლო ბრალდებაა, რადგან ევროკავშირთან მიმართულებით ყველა მთავარი ნაბიჯი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გადაიდგა, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ინიციატივით გაჩნდა ქვეყნის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ საქართველოს კურსი ევროპულია და ყველა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor