• December

    21

    2024
  • 118
  • 0
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა – რადიკალებმა შედეგს ვერ მიაღწიეს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა – რადიკალებმა შედეგს ვერ მიაღწიეს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.

ალან ბერსეს გზავნილებმა რადიკალური ოპოზიციისა და კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა გამოიწვია.

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. სწორედ ამ მოწოდებამ რადიკალების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

ხელისუფლებასთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გამორიცხავენ ოპოზიციაში. სანამ ოპოზიცია ბოიკოტის და პროტესტის რეჟიმშია, 28 ნოემბრის შემდგომ, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების დასტაბილურებასა და გაღრმავებული პოლარიზაციის შემცირებას ცდილობს სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თუ აქციის მონაწილეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში დისკუსიას სთავაზობს, თუმცა ირაკლი კობახიძის შეთავაზება ისევ უპასუხოთ რჩება და რადიკალები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის ნაცვლად, კვლავ საკანონდებლო ორგანოსთან დგომას ირჩევენ.

ორი დღის განმავლობაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, მესამე სექტორის, რადიკალური ოპოზიციის, აქციებზე დაშავებული მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეთა ნაწილს შეხვდა.

ორი დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა – დიალოგის აუცილებლობა, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ კანონში ცვლილებებისთვის დიალოგის აუცილებლობა იყო. პროტესტისა და საერთაშორისო წნეხის ფონზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში მიღებული კანონის გარშემო დიალოგისთვის მზად არის ,,ქართული ოცნება”, რომელიც თავის პირობას აყენებს და დიალოგში ჩართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ კანონის უარყოფითი მხარეები სამართლებრივი გზით დადასტურდება.

ალან ბერსე აქციებზე მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც საუბრობს და ხელისუფლებას დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს გენ-მდივნის ვიზიტითა და განცხადებებით უკმაყოფილო რადიკალები ბრაზს ვერ მალავენ, მათი გაღიზიანება კი, ბერსეს მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს უკავშირდება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor