
გიორგი ჩაკვეტაძე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება
,,დესტრუქციული ოპოზიციისთვის ეუთო/ოდირზე საინტერესო თენგოს დასკვნაა. ბოლო დღეებია კი, რატომღაც არც თენგო გამოჩენილა…
სალომემ საზ. მაუს პირდაპირ ეთერში თქვა, ვის აინტერესებს ეგ ანგარიშიო. დღეს კი, დაეწყვნენ და გამალებით კითხულობენ იქნებ რამე აღმოაჩინონ.
რეალურად, ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, კონკურენტული და თავისუფალი.
საბოლოო ანგარიში ძირითადად იმეორებს შუალედურ შეფასებას და იწონებს არჩევნების ელექტრონული სისტემების გამოყენებით გამართვას.
ასევე, ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ყველა პარტიას და კანდიდატს შეეძლო თავისუფალი კამპანიის ჩატარება.
ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით კი, სადამკვირვებლო მისია სამომავლო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს არჩეულ ხელისუფლებასთან. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმების გასაგრძელებლად.
დღეს, საბოლოოდ ჩამოიშალა მითი მელანის ,,გაჟონვასთან”, 300 000 ხმის დაკარგვასთან, პირადობის მოწმობების გაყალბებასთან და მსგავს აბსურდთან დაკავშირებით.
ამ დასკვნით, არჩევნების გარშემო ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს”, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამორჩეული სახე, ბატონი გიორგი ჩაკვეტაძე წერს.
მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ





