• December

    21

    2024
  • 120
  • 0
დავით ჩიხელიძე პოლიციის დადებით როლზე საუბრობს და მათ მიმართ დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს

დავით ჩიხელიძე პოლიციის დადებით როლზე საუბრობს და მათ მიმართ დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს

,,GEO NEWS” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელს, ანალიტიკოსს დავით ჩიხელიძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ გამოყენებული სანქციები უსამართლოა და მათ ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანქციები ახლო მომავალში გადაიხედება, ხოლო თბილისური მაიდანი ვერ შედგა. 

-როგორ შეაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან დაწესებულ სანქციებს ვახტანგ გომელაურისა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ?

-პირველ რიგში, შევაფასებდი, როგორც უსამართლობას. დიახ, ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, დაწესებული სანქციები უსამართლობის განცდას იწვევს. რაც შეეხება უფრო მეტ კონკრეტიკას, რა არის სანქცირების მიზანი და მიზეზი ? მიზეზი მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება არის, ხოლო მიზანი სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და სტრუქტურებში ბზარის გაჩენა. სანქცირების მიზეზი არასერიოზულია, რადგან, არც აქცია ყოფილა მშვიდობიანი და არც პოლიციას გამოუყენებია არაპროპორციული ძალა. აქციის დაშლა ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოხდა, აღარაფერს ვამბობ ამერიკულ „მაღალ სტანდარტზე“, სადაც პოლიციელზე პიროტექნიკის სროლის შემთხვევაში, პოლიცია არა რეზინის ხელკეტს, ან ცრემლსადენ გაზს, არამედ ლეტალურ იარაღს გამოიყენებდა. ფაქტებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობდა. სანქციების დაწესება არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, კოლექტიური დასავლეთის ორმაგ სტანდარტს, რადგან, თუ მათ ლოგიკას მივყვებით, უნდა დასანქცირდნენ, როგორც აშშ-ს, ასევე საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. მაღალჩინოსნები, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, რატომ ?

დაახლოებით ორი თვის ინტერვალში აღნიშნული ქვეყნები გადახედავენ სანქციების საკითხს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მომქმედი სანქციები გაუქმდება.
აქვე აქციებთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით, პოლონეთის პრემიერის განცხადებით, პოლონეთში ქუჩის გადაკეტვა, მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს, საქართველოს შემთხვევაში კი, პირდაპირ მოუწოდებენ, რომ აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს, სად არის ლოგიკა ?

-პრემიერი დისკუსიითვის მზაობას გამოთქვამს, რადიკალური ოპოზიცია კი, ისევ ქუჩის პროტესტს ირჩევს. როგორ გესახებათ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ?

დღეს ქუჩაში ადამიანთა დიდი ნაწილი ყალბი პროტესტით დგას, რეალურად არ იციან რას და რატომ აპროტესტებენ. ჩვენც ვხედავთ, რომ მათი მოწოდებები აცდენილია რეალობას. მათ კარგად იციან, რომ პრემიერთან დისკუსიის დროს, მტკივნეულ მარცხს განიცდიან და ამის ეშინიათ. მათ იციან, რომ სიმართლე მმართველი გუნდის მხარესაა, აღნიშნულის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვერ ბედავენ პრემიერთან დისკუსიის გამართვას. ალბათ, გახსოვთ, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გია ჯაფარაძის განცხადება, „შინაარსში არ შევიდეთ“, ახლაც ანალოგიურ მიდგომას ვხედავთ. ისინი შინაარსში არ შედიან, რადგან შინაარსში შესვლა აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მარცხს ნიშნავს.

რაც შეეხება არსებული სიტუაციიდან გამოსავალს და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, აღნიშნულს გარკვეული დრო დასჭირდება და ეს მყისიერად არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე კვირაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. შიდა სიტუაციის სტაბილურობა 29 დეკემბრიდან დაიწყება, გარე ძალების ზემოქმედება კი, 20 იანვრის შემდეგ მკვეთრად შეიცვლება. 

-29 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, ამ ფონზე ცნობილია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ის ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს და თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. რას უნდა ველოდოთ, მოვლენების რა განვითარებას 29 დეკემბრის შემდგომ ?

-სალომე ზურაბიშვილის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს, ის უბრალოდ იძულებული გახდება დატოვოს ორბელიანების სასახლე. 29 დეკემბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი რიგითი მოქალაქე გახდება, რომელსაც მჯერა, ეყოფა გონიერება და ორბელიანების სასახლეს საკუთარი სურვილით დატოვებს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ილუზიებში ცხოვრობს. ის ფიქრობს, რომ მას მართლა აქვს რეიტინგი და ის ოპოზიციისთვის რაიმეს წარმოადგენს, იმ ოპოზიციისთვის, რომელიც რეზიდენტს უწოდებდა. 29 დეკემბრის შემდეგ, ზურაბიშვილი თავის ნამდვილ რეიტინგს დაინახავს. ოპოზიცია მას დაივიწყებს, რადგან ახლა სალომე ზურაბიშვილი გამოყენებადი იდიოტია, რომელიც ოპოზიციას სჭირდება, 29 დეკემბრის შემდეგ კი, ოპოზიციისთვის ზურაბიშვილის ფიგურა უსარგებლო გახდება.

-ასევე მინდა შეფასება გთხოვოთ, იმ რადიკალური აქციების, რომელიც საზოგადოებამ იხილა. დაშავდნენ მომიტინგეები, ჟურნალისტები, მათ შორის სამართალდამცავები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის, რასაც სუს-ი ამბობდა – არეულობა და პროვოკაციები, მათ შორის ,,ნაცმაიდანი,, ჩავარდა ?

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქცია არასდროს ყოფილა არაძალადობრივი ( თუ ბოლო პერიოდს არ ჩავთვლით ), შესაბამისად, აქციის მშვიდობიანად მოხსენიება მავნებლობაა, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური დასავლეთი აკეთებს. ძალადობა ცალსახად დასაგმობია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიციას აქვს, არათუ უფლება, არამედ ვალდებულება, გამოიყენოს პროპორციული ძალა და დაიცვას სახელმწიფოს ინსტიტუტები. აქციის მიმდინარეობის დროს 170-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა, ისინი ვინმემ მოინახულა ? დაგმო მათზე თავდასხმა ? სად არის დასავლური მაღალი სტანდარტი ? სამართალდამცველები ადამიანები არ არიან ? თუ რატომ ხდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია ? პოლიცია მხოლოდ მადლობას და შექებას იმსახურებს, რადგან მათ კანონის სრული დაცვით იმოქმედეს. აქციის დაშლის პროცესში, ბუნებრივია, იქნებიან დაზარალებული ადამიანები, მაგრამ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაშავებულ ადამიანთა რიცხვი მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო, თუ ჩვენ დაშავებულ პოლიციელთა და აქციის მონაწილეთა თანაფარდობას ავიღებთ, ვნახავთ, რომ დასავლეთში აქციის დაშლის პროცესში, ბევრად ნაკლები პოლიციელი და აქციის საგრძნობლად მეტი მონაწილე შავდება ხოლმე.

ყველაზე მძიმე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი იყო, რომელიც მე, ვიტყოდი, რომ იზოლირებული შემთხვევა იყო და მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. საგამოძიებო უწყებები აღნიშნულ ფაქტს იძიებენ და იმედი მაქვს, რომ თითოეული დამნაშავე მკაცრად დაისჯება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასაგმობია, არა მხოლოდ ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, არამედ ,,ტვ იმედის” და ,,პოსტვ”-ის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმა, რაც სამწუხაროდ, არავის გაუკეთებია ( დასავლეთს და ოპოზიციურად განწყობილ მედიას ვგულისხმობ ).

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიდანი 2 ვერ განხორციელდა და ქვეყნის მტრების რევოლუციური გეგმა სრულად ჩამოიშალა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor