• December

    22

    2024
  • 91
  • 0
,,ნაცმაიდანი” ჩავარდა – რადიკალების თავდასხმა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება გრძელდება

,,ნაცმაიდანი” ჩავარდა – რადიკალების თავდასხმა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება გრძელდება

საკანონდებლო ორგანოს დაწვა, ინფრასტრუქტურის დაზიანება, თავდასხმა სამართალდამცავებზე, პიროტექნიკისა და აალებადი ნივთების გამოყენება აქციებზე. ასე გამოიყურება რადიკალების ,,ნაცმაიდანი”, რომელიც ჩავარდა.

რადიკალებმა სახელმწიფო გადატრიალების სცენარისთვის მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს და როგორც ირკვევა, შესაბამის დროს ელოდებოდნენ. ამაზე მიუთითებს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმეჯერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას რადიკალური ძალების რადიკალურ ქმედებებზე აფრთხილებდა. მას შემდეგ, რაც მათ, ვერც სახელმწიფო დაამხეს და ვერც ქვეყნის სათავეში მოვიდნენ, განსაკუთრებული აგრესიით, იმ მოქალაქეების მიმართ გამოირჩევიან, ვინც მათ შეხედულებებსა თუ იდეოლოგიას არ იზიარებს.

ლიბერალური ფაშიზმი, ასე ფასდება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ის, რასაც განსხვავებული აზრის ბრძოლაში ოპოზიცია, თუ მათი საყრდენი ძალები სჩადიან.

ისინი ებრძვიან იმ მედია საშუალების ჟურნალისტებს, რომლებიც მათ ტყუილებში ამხელენ და მათ პოლიტიკას არ იზიარებენ. ბულინგი, შეურაცხყოფა, თავდასხმა, მოღალატისა და რუსის იარლიყის მიწეპება. ეს მათი მოქმედების მთავარი სცენარია. ყველაფრის მიუხედავად, იქამდეც მიდიან, რომ დღის წესრიგად აქციეს ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმა და სასულიერო პირების შეურაცხყოფა. აბულინგებენ ქართველ დედას, რომელსაც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, მათთვის მიუღებელი აზრის გამო შეურაცხყოფენ.
წლების და მოვლენების ცვლილებასთან ერთად, არ იცვლება რადიკალთა გეგმები. ასე იყო ადრე სისხლიანი რეჟიმის დროსაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და როცა ძალაუფლებით ქვეყნის ყველა ინსტიტუცია დაიქვემდებარეს. ვერც ახლა და ვერც მაშინ, ეგუებოდნენ განსხვავებულ აზრს. სწორედ ამ მოტივით დაარბიეს და გათიშეს ,,tv იმედი”-ს მაუწყებლობა და მედია მის კანონიერ მფლობელს ჩამოართვეს. ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიან აქციებს არბევდნენ და მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ ხოცავდნენ, რომ ქუჩებში მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor