• December

    22

    2024
  • 99
  • 0
გერმანიამ საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

გერმანიამ საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

ოთხი დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული, ამ შედეგებით დასრულდა მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე 20 დეკემბერს მომხდარი თავდასხმა. საშობაო სოფელში, სადაც უამრავი ხალხი იმყოფებოდა თავდამსხმელი ავტომობილით შევარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საუდის არაბეთის მოქალაქე, პროფესიით ექიმი, 1974 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა.

საშობაო ბაზარზე მომხდარი თავდასხმის შემდგომ, გერმანიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრა. მაგდებურგელ სამართალდამცავებს დახმარება შესთავაზა ბერლინმა. ანალოგიური განცხადებები გააკეთა ჰენესის ფედერალური მიწის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მომხდარი შემზარავი ტრაგედიის ადგილზე, ჩავიდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. შოლცმა მაგდებურგის მოსახლეობას გერმანელი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა და გაწეული საქმიანობისთვის საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

,,არ არსებობს საშობაო ბაზრობაზე უფრო მშვიდობიანი და ხალისიანი ადგილი. ადამიანები შობის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე იკრიბებიან, რათა ერთად იყვნენ, ცოტა დაისვენონ, გლიტვეინი დალიონ, ძეხვი მიირთვან. რა საშინელი დანაშაულია, ასეთი სასტიკი დაჭრა და მოკლა ამდენი ადამიანი”, -განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

მომხდარ შემზარავ თავდასხმას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა მიგრაციასთან არის დაკავშირებული.

საშობაო ბაზარზე მომხდარ თავდასხმას განცხადებით ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო :

,,შეძრწუნებული ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ტრაგიკული ინციდენტის გამო, ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახების გვერდით ვართ, სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას”.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor