
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სწრაფად მინდა, პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, უნდა დავასრულოთ ეს ომი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ელოდება, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს.
ამის შესახებ ტრამპმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სწრაფად მინდა. პრეზიდენტმა პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელებაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ეს ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი“.
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 19 დეკემბერს გამოთქვა. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის საუბრისა და შეხვედრისთვის.





