• December

    24

    2024
  • 117
  • 0
ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა პოლიტიკურ სიმპატიებზე დამოკიდებული არ არის, ის სულის სიწმინდიდან მოდის!

ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა პოლიტიკურ სიმპატიებზე დამოკიდებული არ არის, ის სულის სიწმინდიდან მოდის!

ის რაც დღეს რუსთაველზე ხდება და ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს სამშობლოს. მეცოდება ის ქართველები, რომლებიც აყოლილები არიან პროვოკატორებს და ვითომ თავისუფლების მოპოვების მსურველებს.

რა არის თავისუფლება? ,,ლგბტ”-თა თემის ( სოდომისა და გომორის ) მიღება და მოწონება ? ეს ხომ ქრისტეს უარყოფაა. იმ წმინდანების უარყოფა, რომლებმაც წმინდა წერილები ზუსტად ამ სიგიჟეზე დაგვიტოვეს, დღეს რაც ხდება ?

2020 წლიდან შესამჩნევად იგრძნობა ბნელი და დამანგრეველი ძალების მომძლავრება. სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენ ჩვენივე ხელებით ვაძლიერებთ ამ საგიჟეთს. ევროპული თავისუფლება მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ მორალურად გაიხრწნა ? ევროპას სხვა კარგი თვისებებიც აქვს, თუმცა, სამწუხაროდ,ზუსტად მათი მიზანია გაიხრწნას ქართველი ერი. ვის რაში სჭირდები თუ არ მიიღე ეს ,,ლგბტ”-ები ? ან ამ საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ როდის აღნიშნა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ?

შეხედეთ, რაოდენ დიდი სიძულვილია საქართველოში ?! ქართველი ერი ორად გაიყო. იმ მხარეს ვეკითხები, რომელიც ამ სიბინძურეს ხელს აწერს, ვისაც უნდა, რომ ,,ლგბტ”-თა თემის აქტივისტები დომინირებდნენ, თქვენთვის რატომ არის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სოდომოსა და გომორის მოწონება მისაღები ? ან, ეს რა წამოძახება და იარლიყების მიწეპება შემოიტანეთ, ხალხნო ?  შენ რუსეთუმე ხარ, რა შოვინიზმია ასეთი ? რას დაემსგავსეთ….

რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ქართული ეკლესიისადმი ? მართლმადიდებლობა რუსეთით დაიწყო ? რუსეთი გეუბნება ,,ლგბტ”-ე სიბინძურე მიიღეო ? არც ნაცი ვარ და არც ,,ქართული ოცნება”-ის წევრი, საერთოდ  აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა ვიყო მართლმადიდებელი და დავიცვა ეს სიწმინდე, ამას პოლიტიკური სიმპატიების ქონა არ სჭირდება!

ავტორი – ქრისტინა ჯავახია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor