• December

    24

    2024
  • 110
  • 0
თაღლითი ხაზარაძის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

თაღლითი ხაზარაძის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

ქართული ჯარი, რომელმაც არაერთი ომი გადაიტანა და არაერთ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა რადიკალების სამიზნედ იქცა. თავდაცვის ძალებს დაუმორჩილებლობისკენ და პრაქტიკულად კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე. ის ჯარს მიმართავს და ამბობს, რომ მათი მთავარსარდალი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია და მოუწოდებს მონაწილეობა არ მიიღონ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაში, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება.ეს ყოველივე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რაც მისი, თუ სხვა რადიკალების კონტროლირებადი მედია საშუალებების ეთერებით ვერ გაბედა გაეშვა. დიახ, სოციალურ ქსელში დაწერა და შემდეგ გაქრა.

ხაზარაძის დანაშაულებრივი მოწოდების პათოს იზიარებენ დანარჩენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მან სწორი აქცენტი გააკეთა და ქართული ჯარი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაემორჩილოს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ვიწრო პარტიულზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას ,,ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ხაზარაძის მოწოდებას, ამორალურს უწოდებს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამგვარ მოწოდებებს დანაშაულად აფასებს.

ვერშემდგარი ,,ნაცმაიდანის” და 26 ოქტომბრის არჩევნებში დესტრუქციული ძალების მიერ განცდილი მარცხის შემდეგ, ამგვარი ქმედებები მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა, არეულობა და დესტაბილიზაცია კი, მათი ცხოვრების დღის წესრიგი. და როცა სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, მაშინვე რადიკალიზმზე გადადიან, რომელსაც სირთულეებისა და დავდასხმების მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდი ეროვნულ ინტერესს, მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს უპირისპირებს. სწორედ ამ ღირებულებების გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 26 ოქტომბერს ,,ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველობაში კიდევ ერთხელ აირჩია და რადიკალები პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor