
ირაკლი ზაქარეიშვილი რევოლუციის საფრთხეზე და ხელისუფლების მხრიდან პროაქტიული ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს
ირაკლი ზაქარეიშვილი პროფესიონალი იურისტია, მისი ხედვები და შეფასებები დღევანდელ მოვლენებზე ერთობ საინტერესო და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ,,GEO NEWS” ბატონ ირაკლის დაუკავშირდა.
–ჩვენ ვხედავთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ეწურება, მეორე მხრივ, ის ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 29 დეკემბერს და მას შემდეგ ?
-სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაპატიმრებული, მიუხედავად ფორმალური სამართლებრივი კაზუისტიკისა. ეს ხელისუფლებას აქამდე უნდა გაეკეთებინა.
–ბატონო ირაკლი, საპრეზიდენტო იმუნიტეტისთვის გვერდი როგორ უნდა აევლოთ ?
-ეს კანონის ფორმალური ნაწილია, თუმცა ჩვენ ქვეყნის ბედ-იღბალზე ვსაუბრობთ და აქ საქართველოს გადარჩენის ინტერესი ყველაზე პრიორიტეტულია. თუ ამას არ გააკეთებენ, ანუ არ დაიჭერენ სალომე ზურაბიშვილს და სახელმწიფო გადატრიალების სხვა ორგანიზატორებს, პროცესები შეუქცევადი გახდება და ,,ნაცები” ,,ქართულ ოცნებას” გარეკავენ.
–პროტესტის 28-ე დღე და კვლავ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. ფიქრობთ, ხელისუფლებამ მეტად მკაცრი ზომები უნდა გაატაროს ?
-რა თქმა უნდა. რევოლუცია უკვე დაწყებულია – სახეზეა ყველა კომპონენტი. თუ ხელისუფლება მოქმედებაზე არ გადავა და მეხუთე კოლონას არ ალაგმავს, სიტუაცია აყირავდება. ,,ნაცები” ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ.
ირაკლი გუნია





