
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
დოლიძის ქუჩაზე სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მოძრავი მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.
შემთხვევა დაახლოებით, 12:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ფეხშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.





