
რა გახდა აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია
აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო, ქვეყანაში გლოვა ცხადდება.
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 35 ადამიანი. ლაინერი, რომელიც გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩამოვარდა.
რა გახდა თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება.
აზერბაიჯანს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავჯდომარემ. 26 დეკემბერს კი, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. 26 დეკემბრის ( 13:00 დან 18:00-საათამდე ) და 27 დეკემბრის ( 10:00 დან 13:00 და 15:00 დან 18:00 ) ავიაკატასტროფის შედეგად, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, ვერსიებზე საუბარი ნაადრევია, რადგან უკვე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდგომ კიდევ ბევრი რამ გაირკვევა.
ირაკლი გუნია





