
ორბელიანების სასახლე ბოლო სტუმრებს იღებს…
ორბელიანების სასახლე ბოლო სტუმრებს იღებს. რადიკალები კონსტიტუციის დარღვევაში მხილებულ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მართავენ.
არაერთგზის ჩავარდნილი რადიკალიზმის შემდეგ, რადიკალები მსჯელობენ როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება და როგორ ჩაატარონ ხელახალი არჩევნები, რომლის ჩატარების აუცილებლობა ქვეყანაში დღის წესრიგში არ დგას.
შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის საბჭოს შექმნაცაა, რომლის მისია ახალი არჩევნების მომზადება იქნება, თუმცა, როგორც ირკვევა, პრეზიდენტის საბჭოსთან დაკავშირებით, დესტრუქციულ ძალებში ერთიანობა არ არის. ამის პარალელურად რადიკალების მხრიდან მზადდება ახალი დოკუმენტი, რომელმაც ხელახალი არჩევნების წესები და პირობები უნდა განსაზღვროს, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის შინაარს ამ დრომდე ასაიდუმლოებს. ოპოზიცია უკვე იქამდეც მივიდა, რომ თავის მოთხოვნებში ჩაიკარგა.
ხელისუფლების ცალკეული ოპონენტების მხრიდან, ვადამდელი არჩევნების საკითხიც გააქტიურდა, რაც პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასე ესახება კრიზისიდან გამოსვლის გზა ნიკა გვარამიას და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნებს და შესაბამისად, პარლამენტსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ. რადიკალები ამბობენ იმასაც, რომ ისინი მზად არიან ორბელიანების სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ, რადგან ლეგიტიმურ პრეზიდენტად სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.
ორბელიანების სასახლეში გამართულ კონსულტაციებს ეხმაურებიან ,,ქართულ ოცნებაში”, სადაც რადიკალთა ყველა გეგმას მარცხს უწინასწარმეტყველებენ.
ირაკლი გუნია





