• December

    27

    2024
  • 86
  • 0
აზერბაიჯანელი დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამოქალაქო თვითმფრინავის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

აზერბაიჯანელი დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამოქალაქო თვითმფრინავის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

რუსეთმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამოქალაქო თვითმფრინავის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა, რასიმ მუსაბეკოვმა ადგილობრივ გამოცემა Turan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავი ჩამოგდებულია რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს ცაში, ამის უარყოფა შეუძლებელია.

მუსაბეკოვის თქმით, იმის ნაცვლად, რომ „იმოქმედონ სიტუაციის შესაბამისად და მოიხადონ ბოდიში“, რუსეთში „ზოგიერთები კვალის დასაფარად მედიაში გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ“.

„ვინც ეს ჩაიდინა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს, აუცილებელია კომპენსაციის გადახდა დაღუპულთა და დაზარალებულთათვის. თუ ეს არ მოხდება, ურთიერთობები, რა თქმა უნდა, სხვა სიბრტყეში გადავა“, – განაცხადა დეპუტატმა.

რასიმ მუსაბეკოვმა თქვა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნისთვის აზერბაიჯანმა ბოდიში მოიხადა და კომპენსაცია იქნა გადახდილი, ასევე დამნაშავეები დასაჯეს.

„ასეთია ცივილიზებული ურთიერთობები. თუ საზენიტო თავდაცვა მუშაობს, აეროპორტი დახურული უნდა იყოს, გაფრთხილებული უნდა იყოს ყველა, რომ იქ არავინ შეფრინდეს“, – ხაზი გაუსვა მუსაბეკოვმა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნოს მიმართულებით, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. „ევრონიუსი“ და „როიტერი“ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა რაკეტა გახდა. ამავე ცნობებით, რაკეტა გროზნოს თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად იყო გაშვებული, ხოლო აფეთქება თვითმფრინავთან ახლოს მოხდა.

„ევრონიუსის“ წყაროები ასევე ამბობენ, რომ პილოტების თხოვნის მიუხედავად, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსულ აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს და უბრძანეს კასპიის ზღვის გავლით აქთაუსკენ გაფრენა. მიღებული მონაცემების თანახმად, თვითმფრინავის GPS-ნავიგაციის სისტემები ჩახშობილი იყო ზღვაზე ფრენის მთელ გზაზე.

ჩამოვარდნილი საჰაერო ხომალდის წინა ნაწილი მთლიანად დაიწვა, ხოლო კუდის ნაწილი მოწყდა და გადარჩა. თვითმფრინავზე იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გადარჩა 27 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი ბორტგამცილებელი.

რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ავიაკომპანია ისრაელის ეროვნულმა ავიაკომპანია El Al-ი დროებით გააჩერა ყველა რეისის შესრულება თელ-ავივი – მოსკოვის მიმართულებით. ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტუაციის განმეორებითი შეფასება მომავალ კვირას მოხდება, რის შემდეგაც მიღებული იქნება რეისების განახლების გადაწყვეტილება.

ამავდროულად, ყაზახეთის ხელისუფლება თავს იკავებს მათ ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსიების შეფასებისგან.

„დღევანდელი მდგომარეობით არცერთი ვერსიის დადასტურება ან უარყოფა არ შეგვიძლია. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კანატ ბოზუმბაევმა, რომელიც ხელმძღვანელობს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების სამთავრობო კომისიას. მისი თქმით, ყაზახეთს არ აქვს მომხდარის ოფიციალური ვერსია, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს თავიანთი ვერსიები ასევე არ წარმოუდგენიათ.

ავიაკატასტროფის პირველ საათებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები.

„არის სხვადასხვა ვერსია. მიმაჩნია, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. საკითხი სრულად უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, კრემლში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე „ჰიპოთეზების აგებაზე“ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor