• December

    28

    2024
  • 108
  • 0
ორბელიანების სასახლის ბინადარს ვადა ეწურება – დარჩება თუ დატოვებს რეზიდენციას ?

ორბელიანების სასახლის ბინადარს ვადა ეწურება – დარჩება თუ დატოვებს რეზიდენციას ?

სალომე ზურაბიშვილი თავის გეგმაზე არ საუბრობს – ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თუ არა ორბელიანების სასახლეს ? ეს არის კითხვა, რომელიც 29 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტიურდება.

განხილვის მთავარი თემაა შემდეგი – ზურაბიშვილმა თუ სახე მაინც საბოლოოდ დაკარკა და რეზიდენციაში დარჩა, ვინ დაიცავს ფიზიკურად ე.წ პრეზიდენტს ? საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა რადიკალურ ოპოზიციაში.

რადიკალიზმის მოყვარული ანა დოლიძე მზადაა, რომ ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილის დარჩენის შემთხვევაში, ის ფიზიკურად დაიცვას.

დოლიძის ამ განცხადებას ემიჯნება ოპოზიციის ნაწილი, სადაც ფიქრობენ, რომ ამგვარმა ქმედებებმა, ისედაც დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, შესაძლოა სიტუაციის ესკალაციას შეუწყოს ხელი.

მმართველი გუნდი კი, მის მიერ ერთ დროს მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს, რომლის საპრეზიდენტო კარიერაც სწორედ ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერით შედგა და რომელიც, მაშინ ოპოზიციის მხრიდან რუსულ პროექტად განიხილებოდა, კონსტიტუციას ახსენებს. იმ კონსტიტუციას, რომელზეც ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და რომელიც უხეშად დაარღვია.

დამაინც, თუ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალთა ნაწილი 29 დეკემბრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ისევ განლაგდნენ, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, აკრძალულია. დაუშვებელია სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება.

მმართველ გუნდში ზურაბიშვილისგან ბოლო წლების გათვალისწინებით, განსაკუთრებულს არაფერს ელიან, რადგან თუ რამე ცუდის გაკეთება შეიძლებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააკეთა.

მმართველი გუნდი პროცესებს ახლა დამკვირებლის სტატუსით უყურებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor