• October

    6

    2023
  • 96
  • 0
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი.

კერძოდ, შოლცი წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საგარეო და საგადასახადო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ერთსულოვანი კენჭისყრით, არამედ ხმათა უმრავლესობით.

გარდა ამისა, შოლცის თქმით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებამდე უნდა განიხილებოდეს ევროკომისიის ზომა და ევროპარლამენტში მანდატების განაწილება.

„ევროკავშირს არ შეუძლია, უბრალოდ გააფართოოს კომისია და გამოიგონოს ახალი სამინისტროები“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრები, რომლებიც „დღეს წმინდა გადახდებს იღებენ, არ შეიძლება, მოელოდნენ, რომ ასე იქნება მომავალში“. შოლცის თქმით, როდესაც ახალი, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნები შეუერთდებიან ევროკავშირს, ამჟამინდელ წევრებს ასევე მოუწევთ, წვლილი შეიტანონ დაფინანსებაში

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor