• December

    30

    2024
  • 189
  • 0
,,GEO NEWS”-ის რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვები

,,GEO NEWS”-ის რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვები

,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :

ხელოვანი – მალხაზ ვარშანიძე;

,,გილოცავთ დამდეგ ახალ 2025 წელს !

გილოცავთ ყველას, ვისაც ჩვენი ერის, სამშობლოს წარმატებები და ბედნიერება პირად ბედნიერებად შეუსისხლხორცებია. გილოცავთ იმათ, ვინც მუდმივად ფხიზლად დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ცდილობთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის გაერთიანებასა და წინსვლაში, ისე როგორც შეგიძლიათ ქვეყნის შიგნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ უცხოეთში. გილოცავთ ეკლესიის ერს და ბერს ! აუცილებლად მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უდიდესი მადლიანი ლოცვისთვის და ბრძნული დარიგებებისთვის. დღეგრძელობა მას და დიდხანს ჩვენთან ერთად ყოფნა, მისი უფლისადმი ყველა ნატვრის ასრულებით. მადლობა ჩვენი დედა ეკლესიის მსახურთ, მადლობა ხელისუფლებას და მხედრობას მშიდობისთვის – პოლიციას, მაშველებს, უსაფრხოების სამსახურის მსახურებს და ყველას, ვინც დღევანდელი არაერთი გამარჯვებები გვაჩუქა არჩევნებით, ერთად ყოფნით და უბრძენესი არაერთი მოთმენით. მე გულით ვამაყობ, რომ ვარ იმ უკვდავი და დაუმარცხებელი ერის შვილი, რომელსაც საქართველო ჰქვია.

გისურვებთ გამარჯვებების ტრიუმფალურ წელს.

ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას და მალე მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაემკვიდროს თანაბარი უფლებებით ღირსეული ადგილი, ჩვენი რწმენით და ჯანმრთელი ეროვნული მრავალათასწლიანი ტრადიციებით. ჩვენო საამაყო ხალხო, უფლის და ღვთისმშობლის მადლით და წყალობით გისურვებთ ოჯახებში ბედნიერებას, სიმრავლეს ჯანმრთელი ქალების და ვაჟების, ხვავს და ბარაქას, თქვენს ჭერქვეშ უწყვეტად მრავალჟამიერს.

არ ვიცი ამ ლექსის ავტორი ვინ არის, მაგრამ ამ გულიან ქართულ სადღეგრძელო ლოცვას გიძღვნით თქვენ, პირველ რიგში, უდიდესი პატივისცემით, მადლობით ქალბატონ ქეთი ხომერიკს და ირაკლი გუნიას ოჯახებით, გიძღვნით ყველას:

“თაფლითა და ღვინით სავსე წელი მოგცეთ ბედნიერი,
დაგელოცოთ ყველაფერი -ლამაზი და მშვენიერი,
ჭერს დაგილოცავთ აგავსოთ დაღვრილი შუქით ცითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოთ ! მოყვარე ყოველ გზითამცა,
პურ-ღვინო მოულეველი ვით მოდიარი ცითამცა
სიცოცხლე გახარებული მოუწყინარი დღითამცა
ისე დატკბით ამ ქვეყანას ვით თაფლი ფუთკრის სკითამცა
ღმერთმა თქვენი ადღეგრდძელოს საძირე და საძირკველი
ღმერთმა ყველა გიდღეგრძელოდ სტუმარიც და მასპინძელიც,
აშენდეს თქვენი ოჯახი, თქვენი ფუძე და ბინა
ასორმოცმა ანგელოზმა ყველა თქვენს ჭერქვეშ სწირა,
ღმერთმა ისე გადღეგრძელოდ, როგორც შიოს მარანიო
ვაზის ნერგი დაგიძველოდ, სარჩო მოგცეთ მრავალიო
აგაშენოდ, დაგამშვენოთ, ფული მოგცეთ კიდობნითა
თქვენთან ერთად მექეიფოს თქვენს თქვენს ოჯახში მშვიდობითა”.

მარად იყოს მშვიდობით ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება, ამინ ” !

მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში – ლუკა ხვედელიანი;

,,გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ! გისურვებთ მშვიდობას, სითბოს და გაერთიანებას.

დაე, მომავალი წელი გახდეს სიყვარულისა და პატივისცემის დრო, სადაც ერთმანეთის გვერდით დგომა დაამარცხებს მტრობას”.

იურისტი – ირაკლი ზაქარეიშვილი;

,,გილოცავთ ახალ წელს ! მშვიდობა და დღეგრძელობა დაგვბედებოდეს…ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიზრუნოთ ქვეყანაზე და შევუდგეთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ადამიანს თავისი სინდისით, შრომითა და ნიჭით ექნება შესაძლებლობა – იცხოვროს ღირსეულად და ბედნიერად ! ჩვენ უნდა შევძლოთ სარეველასაგან გავწმინდოთ ჩვენი ბერმუხა – წინააღმდეგ შემთხვევაში მუმლი შეგვჭამს !

მხნედ ვიყოთ საქართველოს შვილებო – მომავალი ჩვენია” !

p.s. ჩვენი რესპონდენტების საახალწლო მილოცვები ნაწილ-ნაწილ აიტვირთება და განთავსდება საიტზე.

მოამზადა-ირაკლი გუნიამ

,,GEO NEWS”

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor