• December

    28

    2024
  • 116
  • 0
2025 წლის 15 იანვრიდან უფრო დიდი ენერგიით, შემართებითა და სიახლეებით დაგიბრუნდებით – მადლობა ნდობისთვის

2025 წლის 15 იანვრიდან უფრო დიდი ენერგიით, შემართებითა და სიახლეებით დაგიბრუნდებით – მადლობა ნდობისთვის

წლის ბოლოს თავს უფლებას ვაძლევთ ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ ჩვენზე : 

,,GEO NEWS” დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტგამოცემაა.

გამოცემის დაარსებიდან დღემდე, მთავარი მიზანი ჩვენი აუდიტორიის სწორი ინფორმირებაა. გადამოწმებული ახალი ამბები, საინტერესო და ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური პუბლიკაციები და ჟურნალისტური გამოძიებები ჩვენი მთავარი ნიშაა.

ჩვენი მაუწყებლობის პერიოდში განსაკუთრებით მძიმე 2024 წელი ( ,,GEO NEWS” 2023 წელს დაარსდა ) აღმოჩნდა. ჩვენ არაერთი ცილისწამებისა და თავდასხმის ობიექტი აღმოვჩნდით. ჩვენს ჟურნალისტებს მცირე რადიკალური ჯგუფები აბულინგებდნენ, ემუქრებოდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში, რაზედაც რეაგირებისთვის არაერთხელ მიგვიმართავს შესაბამისი უწყებებისთვის. ,,მავანმა” ესეც არ იკმარა და რუსეთის სპეცსამსახურებისგან დაფინანსებული გვიწოდა. ერთი სიტყვით, ,,GEO NEWS”-ის და მისი გუნდის რეპუტაციის შელახვა, შეურაცხყოფა და დაშინება ყველა ბინძური მეთოდით სცადეს, რის გამოც წინ სასამართლო პროცესები ელით. მიზეზი კი ჩვენი მედიის დისკრედიტაციისა – სარედაქციო პოლიტიკაა, რომელიც არ შეიცვლება, არის და იქნება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი რედაქცია ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ბოლო თვეები საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ჩვენ არც ერთი წუთი არ შეგვიჩერებია მუშაობა, 24/7-ზე ვაქვეყნებდით ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდებოდა. იმ მძიმე დღეებში, როცა რადიკალური ჯგუფების მხრიდან ორკესტრირებული თავდასხმის ობიექტი გავხდით, ჩვენი აუდიტორიისა თუ რესპონდენტებისგან ბევრი მხარდამჭერი გზავნილი მივიღეთ, რამაც გაგვაძლიერა და დღემდე მოგვყვება. ეს ჩვენთვის ერთგვარი მოტივაცია იყო, რათა ზემოთ აღნიშნულის ფონზე, გვემუშავა და ჩვენი ერთგული მკითხველისთვის სწორი ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მიგვეწოდებინა. 

ამ გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გაანალიზებული და გააზრებული რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი. შესაბამისად, მსგავსი თავდასხმებით ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვაჩერებენ  ( მეტიც, უფრო ვძლიერდებით ), რადგან ამის უფლება უბრალოდ არ გვაქვს. ჩვენ  პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე, შესაბამისად, მსგავს თავდასხმებს ყოველთვის გავუმკლავდებით, რადგან უპირველესად, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ისევე, როგორც ჩვენი პროფესია. 2025 წლის 15 იანვრიდან კი, უფრო დიდი ენერგიით, შემართებითა და სიახლეებით დაგიბრუნდებით.

გილოცავთ დამდეგ 2025 წელს !

ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, მშვიდობას და წინსვლას ვუსურვებთ. 

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor