
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ერმილე ნემსაძე : შეეგუეთ იმ აზრს, რომ რუსეთი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის დატოვებას არ აპირებს, აფხაზეთზე ქართული იურისდიქციაც, რომ აღდგეს რუსული ბაზები არსად არ გავა, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ ბაზებს თურქული კონტიგენტი ანუ NATO დაიკავებს
,, ექსპერტებისთვის” …. ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზა 1933 წლიდან არსებობს და მისი დანიშნულება შავი ზღვის აკვატორიის დაცვა იყო”,- ამის შესახებ 2008 წლის ომის ვეტერანი, ყოფილი სამხედრო, ერმილე ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,სსრკ”-ს დაშლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის სამი ბაზა დარჩა: გუდაუთაში, სოხუმში და ოჩამჩირეში. 1996 წელს შეთანხმების შესაბამისად ოჩამჩირედან რუსეთის სამხედრო ფლოტმა გასვლა დაიწყო და 1998 წელს ბოლო რუსმა სამხედრომ დატოვა ბაზა. ნაწილი გადადისლოცირდა კასპისკში. ბაზის ტერიტორია აფხაზურმა მხარემ გადაიბარა და თურქეთთან ერთად მართავდა 2009 წლამდე. ბაზის მეშვეობით ხორციელდებოდა სავაჭრო ეკონომიკური, საზღვაო სატრანსპორტო კავშირები.
2008 წლის ომის შემდეგ რუსები კვლავ დაბრუნდნენ ბაზაზე. 2009 წლიდან ბაზირებდა ФСБ-ს საზღვაო დაცვის კატარღები. 2023 წლიდან გადაწყდა ბაზის სრულად აღდგენა და ინფრასტრუქტურის განახლება. დღესდღეობით შავი ზღვა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ჭიდილის სივრცეა და ბაზის მოწყობა ბუნებრივი რეაქციაა.
შეეგუეთ იმ აზრს, რომ რუსეთი შავი ზღვის და კავკასიის რეგიონის დატოვებას არ აპირებს და აფხაზეთზე ქართული იურისდიქციაც, რომ აღდგეს რუსული ბაზები არსად არ გავა, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ ბაზებს თურქული კონტიგენტი ანუ NATO დაიკავებს. ეს კი რუსული სამხედრო დოქტრინისთვის მიუღებელი რამაა და ყველა ხერხით ხელს შეუშლის ბირთვული იარაღის გამოყენებაც, რომ დასჭირდეთ. გაეცანით რუსული უსაფრთხოების ,,გერასიმოვის” დოქტრინას და მიხვდებით. მოგწონთ არ მოგქონთ ესაა რელობა.
პ.ს. პორტი არ წარმოადგენს ღრმა წყლოვან პორტს და მასში დიდი მოცულობის გემების განთავსება, ფიზიკურად არის შეუძლებელი.
პ.ს. ფოტოზე გამოსახულია ოჩამჩირის პორტის საჰაერო ფოტო”, – წერს ერმილე ნემსაძე და ფოტოს აქვეყნებს.
,
,, Geo News ”






1 COMMENT
Seli Suhesti
November 27, 2024, 5:30 pm REPLYეს სტატია მიმოიხილავს ერემში ვითარების უახლეს მოვლენებს, რაც ძალზე აქტუალურია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული საკითხებით დაინტერესებულთათვის. მკაფიო და სიღრმისეული ინფორმაციის წარდგენა არსებული სიტუაციის უკეთ გააზრებას იძლევა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ <a href="https://jakarta.telkomuniversity.ac.id/en/multilingual-wpml-plugin-usage-guide/">WPML დანამატის გამოყენების სახელმძღვანელო</a>