• January

    7

    2025
  • 114
  • 0
ტრაგედიით სპეკულირება ამორალურია

ტრაგედიით სპეკულირება ამორალურია

ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ საჩინოში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სტაბილურად მძიმეა შუახნის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხიდან ქუთაისის რეფერალურ სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც აღმოჩნდა ე.წ კრიტიკული და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ,,მთავარმა არხმა” სახე საბოლოოდ დაკარგა და ტრაგედიაზე მაღლა პოლიტიკური ინტერესები დააყენა. ზემოთ ხსენებული მედიასაშუალება ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და მომხდარ უბედურ შემთხვევას ხელისუფლების პასუხისმგებლობას უკავშირებს. ე.წ ჟურნალისტი ემა გოგოხია იმასაც ამბობს, რომ ოკუპირებული გალის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს ხელისუფლებამ დროებით შეუწყვიტა.

ენერგომომარაგების კუთხით ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები არახალია, ენერგო მიწოდების კუთხით პრობლემები მრავალი წელია არსებობს, თუმცა ტრაგედიაში  ხელისუფლების დადანაშაულება ამორალურია, რადგან დროებით ოკუპირებულ რეგიონში, საქათველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება.

ამორალური და ტრაგედიის პოლიტიზირება, ასე ფასდება ,,ქართულ ოცნებაში” რადიკალების საყრდენი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor