• October

    7

    2023
  • 405
  • 0
ვალერი კვარაცხელია : ,,მაიდანი“ პროვოკაციაა, პროვოკაცია გამოწვევას ნიშნავს – იგი მანამდე ვერ განხორციელდება, სანამ გამოწვევის მიმღები და მოპასუხე არ გამოჩნდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინც „მაიდანი“ ჩაიფიქრა, „ანტიმაიდანიც“ მისი ჩაფიქრებული იყოს

ვალერი კვარაცხელია : ,,მაიდანი“ პროვოკაციაა, პროვოკაცია გამოწვევას ნიშნავს – იგი მანამდე ვერ განხორციელდება, სანამ გამოწვევის მიმღები და მოპასუხე არ გამოჩნდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინც „მაიდანი“ ჩაიფიქრა, „ანტიმაიდანიც“ მისი ჩაფიქრებული იყოს

,,მაიდანი და ანტიმაიდანი ” ( მაიდანი” ვინც ჩაიფიქრა, “ანტიმაიდანიც” მისი ჩაფიქრებულია!)

,, როდესაც ერს, ქვეყანას, არ აქვს კონსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივად გამართული, ლეგიტიმური ინსტიტუციები, ექსტრემალურ ვითარებებში (დამპყრობელთა შემოსევა, ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და სხვ.) პრობლემებთან გამკლავება თვითორგანიზებით უწევს”, – ამის შესახებ ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენელი, ,,ნეიტრალური საქართველოს” თავჯდომარე, ანალიტიკოსი, ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

,, ომის დროს მომხდურისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე გავრცელებულო ფორმა სახალხო ლაშქრების შეკრება იყო. ქართველებს ამ მიმართულებით დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. შორეული წარსული რომ არ ვქექოთ, აგერ უახლეს ისტორიაში ,,მხედრიონი” გვყავდა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ჩამოყალიბდა, როგორც ეთნოკოფლიქტებზე რეაქცია და მასთან ბრძოლის მექანიზმი, ანუ, როგორც საერთო ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება. ვინაიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკას საკუთარი არმია არ ჰყავდა, სეპარატისტული რეგიონების გააქტიურების ვიტარებაში ქვეყნის წინაშე ამ ერთობ უცნაური (შუასაუკუნეობრივი) წარმონაქმნისთვის საფუძვლის ჩაყრის აუცილებლობა რეალურად იდგა. დამეთანხმებით, რომ ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი ერთობ კეთილშობილური იყო. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ,,მხედრიონმა” მარტაც იომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად: იომა თავგანწირვითაც, სამშობლოს ბევრა შეწირა სიცოცხლე, მაგრამ შედეგი ის, რაც იყო – მარცხი.

,,მხედრიონს” გარკვეული დადებით მხარესთან ერთად, მომაკვდინებელი უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა – კრიმინალური შინაარსი. საბოლოო ჯამში, ამ ორგანიზაციას სახელი საქარტველოს ისტორიას ავადმოსაგონრად შემორჩა, რადგან, მიუხედავად პატრიოტული სულისკევეთებისა და გაღებული სისხლისა, შეიარაღებული, არალეგალური და უდისციპლინო სტრუქტურების საქმიანობაში დადებითსა და უარყოფითის თანაფარდობა უარყოფითმა მკვეთრად გადაწონა. ამაში ახალი არაფერი ყფილა, სახელდახელო ლაშქრის მოვლა- შენახვაში ,, აქილევსის ქუსლი ” სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება და კრიმინალისგან გამიჯვნა იყო ისტორიულად.

,,მხედრიონის” ექოქიდან სამი ათეული წეილწადი გვაშორებს. დღეს ქართულ სახელმწიფოს საკუთარი არმია, პოლიცია და უშიშროების სამსახური გააჩნია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ახალი და, რაც მთავარია, არალეგალური ძალოვანი სტრუქტურების შექმნის შესახებ განცხადება კეთდება. განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პარტია ,, კონსერვატორები ” ( ბოდიშს ვიხდი, დასახელება თუ მეშლება), რომელსაც საკუთარი ტელეარხიც ( ალტ-ინფო_ აქვს. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ე.წ. ანტიმაიდანი, რომელსაც ისინი ქმნიან, თურმე ზეპარტიული წარმოანქმნი ყოფილა, ანუ პარტია ზეპარტიულ სტრუქტურას აყალიბებს, რაც ცხადია, აბსურდული მტკიცებაა, მაგრამ ნუ გამოვეკიდებით ამას. აქ მთავარი სხვა რამ არის:

– ვინ და რატომ აძლებს პოლიტიკურ პარტიას უფლებას, შექმნას რამე სახის ძალოვანი სტრუქტურა ?

-ოცდამერთე საუკუნის დემოკრატიული საქართველო, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, შუასაუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ხომ არ არის, რომელმაც ექსტრემალურ სიტუაციებში სახალხო ლაშქარი უნდა შეკრიბოს ?!

-დღევანდელ საქართველოს ქვეყნის შიგნით წესრიგის უზრუნველყოფა არ შეუძლია ? უშიშროების სამსაუხრი არ ჰყავს ? პოლიცია არ ჰყავს ? არმია არ ჰყავს ?

მაშ, რა საჭიროა რომელიღაც ახალგამოცეკილი პარტიის მიერ, რომლის მსგავსიც რამდენიმე ასეული გვყავს საქართველოში, შეკოწიწებული უკანონო ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ისევ და ისევ ხალხისა და სახელმწიფოს პრობლემად და ტავსატეხად უნდა იქცეს ?!

დავუშვათ, რომ ამ პარტიაში მართლა ხალხისა და ქვეყნის ბედი აწუხებთ და, რასაც აკეთებენ, კეთილი ზრახვით აკეთებენ. სად არის იმის გარანტია, რომ დღს კარს მომდგარი ,,მაიდნის” საპირქონედ შექმნილ ე.წ. ანტიმაიდანს ხვალ ახალი საპირწონე არ დასჭირდება ?!

-სად არის გარანტია, რომ არალეგალური ძალოვანი სტრუქტურის შექმნაზე წაყრუება ახალ პრობლემას არ წარმოშობს და ერთი პრობლემის ( ,,მაიდანი” ) ნაცვლად ორ პრობლემას ( ,, მაიდანი” და ,,ანტიმაიდანი ” ) არ მივიღებთ ?!

უდავოა, რომ კარს მომდგარი ერთი უბედურება უნდა აილაგმოს, მაგრამ ამისთვის მეორე უბედურება კი არ უნდა შეიქმნას, ეს სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ: ხოლო იმ პარტიის შემადგენლობა და საქმიანობა, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების შექმნისკენ არის მიდრეკილი და ორინეტირებული, სპეციალური შესწავლის საგნად უნდა იქცეს. ამ პარტის არც ერთი ლიდერი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება არ არის. გასარკვევია, საიდან მოვიდნენ ? რა გზა გამოიარეს ? რა ბიოგრაფია აქვთ ? რას წარმოადგენნე ? ვის დავალებას ასრულებენ და ვინ დგას მათ უკან ? ისინი ე.წ. პრორუსულობას იჩემებენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება უკვე ტრენდულია, იგი ინდულგენციას არ წარმოადგენს. პირიქით. ახლა ისეთი დრო, პრორუსული ძალები თავს პროამერიკულად აცხადებენ, პროამერიკელები კი – პრორუსად. სპეცსამსახურებიც ასე პოზიციონირებენ – სხვა სხვის ქურქში, სხვა სხვისი ნიღბით. ეს ხალხისთვის თავგზის ასარევად სჭირდებათ, რათა გაადვილდეს მისი გამოყენება ისევ და ისევ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ და საზიანოდ.

სად იყვნენ ეს ადამაინები იმ დროს, როდესაც ჩვენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვისა და პარტნიორობის აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებებეის გამო უშიშროების სამსახურში, პროკურატურასა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დავყავდით ? სად არის გარანტია, რომ ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების აუცილებლობის იდეას მიტმასნილი, მეორე მხრივ კი, უკანონო ძალოვანი სტრუქტურების ჩამოყალბებით გართული ეს ბატონები რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების იდეის დასანარების საქმეს არ ემსახურებიან ?

მე მაგვარ გარანტიას ვერ ვხედავ, პირიქით, მე ამის საფრთხეს ვხედავ.

საეჭვოა მათი განცახდებები !

საეჭვოა მათი კავშირები !

საეჭვოა მათი იდეოლოგია !

საეჭვოა მათი მიმართულება !

საეჭვოა მათი საგარეო ორიენტირი !

საეჭვოა მათი ფინანსები !

აქედან გამომდინარე :

საეჭვო იყო მათი გამოცენა და საეჭვოა მათი მომავალი !

,,მაიდანი” პროვოკაციაა. პროვოკაცია გამოწვევას ნიშნავს. იგი მანამდე ვერ განხორციელდება, სანამ გამოწვევის მიმრები და მოპასუხე არ გამოჩნდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინც, ,, მაიდანი ” ჩაიფიქრა, ,,ანტიმაიდანიც” მისი ჩაფიქრებული იყოს, ვინაიდან კვესს აბედი სჭირდება, ანუ ნაპერწკალს მასალა სჭირდება, რომელსაც ალი მოეკიდება. ,, მაიდანი ” რისი მაქნისია, ,, ანტიმაიდანი” თუ არ იქნება ?! პროვოკაციას ერთი მხარე არ ჰყოფნის, მას ტანდემი სჭირდება. ვირაცამ პროვოკაცია უნდა წამოიწყოს და ვირაცა პროვოკაციაზე უნდა წამოეგოს. ეს ორი მხარე თუ არ არსებობს, პროვოკაცია წამოწყებისთანავე ჩაიფუშება, მაგრამ პროვოკაციას როგორც კი ვიღაცა წამოებეგა, იგი გაღვივდება და ხანძრად აგიზგიზდება. ეს არის პროვოკაციის ანბანიც და მთელი მისი ფილოსოფიაც! პროვოკაციის მომწყობებმა და სახელმწიფო გადატრიალების დამგეგმავებმა ეს ფილოსოფია ჩვენზე კარგად იციან. აქედან გამომდიანრე, სრულიად ლოგიკურია ის ამბავი, რაც უკევ ვთქვი : სადაც ,, მაიდანი” დაიგეგმა, ,, ანტიმაიდანიც ” იქვე იგეგმება.

ამიტომ ჩვენ, რიგითმა ქართვეებმა ( ხალხმა ), რომლებსაც მშვიდობის შენარჩუენბა გვწადია, ზოგიერთი გონებასუსტი ( ან პროვოკატორი )ქართველივით ის კი არ უნდა ვიყვირო, რომ ,, ანტიმაიდან ” ვუერთდებით, პირიქით, როგორც ჭირსა და სახადს ისე უნდა გავემიჯნოთ ერთი დიდი პროვოკაციის ორ ბინძურ შემადგენელს – ,, მაიდანსაც” და ,, ანტიმაიდანსაც “,!- წერს ვალერი კვარაცხელია.

,, Geo News “

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor