
ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტისა და დაფინანსებული პროტესტების ნელა ჩაკვდომას ვარაუდობს
ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე ,,GEO NEWS”-თან უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული მოღალატე ოპოზიციის უშანსობაზე საუბრობს და ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე აკეთებს აქცენტს.
–ბატონო მალხაზ, როგორ მიიჩნევთ, დღეს არსებული ქაოტური რეალობის ფონზე, რამდენად მოსალოდნელია აგრესიულმა ოპოზიციამ ძალადობრივი პროვოკაციების მოწყობა სცადოს ?
-ნაცოპოზიციის კოალიციური ოპოზიციური მოძრაობის დღევანდელი რეალობა არის მაქსიმუმი. იმიტომაც არის, რომ გადასული არიან წვრილ-წვრილ ხულიგნობებზე და გინებების სკანდირებებზე. მათი შესაძლებლობების პიკი არის მცირე ზომის ბანდური ხულიგნობები. სხვა არანაირი საშუალება არ გააჩნიათ ძალიან ბევრი უსაფრთხოების ზომების პრევენციების გამო. რა თქმა უნდა, ძნელია და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც უხდება ამ ნერვიულობების პირადად გადატანა, პირადი თავდასხმებიდან და ღირსების შეურაცხყოფებიდან დაწყებული პოლიციელებით და სპერაზმელებით გაგრძელებული, რომელთაც დღე და ღამე უწევთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
-მაშინ, როდესაც არც ერთი მეტ-ნაკლებად სანდო მტკიცებულება არჩევნების გაყალბებისა არ არსებობს, დაჟინებითი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებისა, წარმოადგენს თუ არა ქართველი ერის ნების უგულებელყოფას ?
-იურუდიულად ვერ ამტკიცებენ. მაგალითად, თუ არ სჯერათ საქართველოს სასამართლოების, მაშინ ინსტანციურად გაიარონ კანონიერი გზა და იჩივლონ სტრასბურგში. ოპოზიციას, მათი ბელადიდან დაწყებულს, ჯიბეები სავსე აქვს იურუდიული დიპლომებით. თუ უნდათ სამართლიანობა და უსამართლობის მსხვერპლნი არიან, რატომ არ იქცევიან სამართლებრივად ? მაგრამ არა ! მათ სამართლიანობა არანაირად არ აწყობთ, რადგან იციან, რომ ხვალ არჩევნები, რომ იყოს 53 – % -ზე მეტი ხმას მათ წინააღმდეგ მისცემს. ესენი არიან რუსული რევოლუციის რეინკარნაცია.
ყველა ლოზუნგი, ყველა ქცევა, ყველა სცენარი, წინა საუკუნის ოქტომბრის რევოლუციის სცენარის გამეორებაა. სხვა სცენარის ნიჭიც არ აქვთ. უცხო ქვეყნების აგენტურით სავსე ოპოზიციას, ფინანსურადაც წილი იქედან მიუდის. იმიტომაც უნდათ საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლით გამარჯვება.
-რა გესახებათ ლოგიკურ გამოსავლად საქართველოს შიგნით დაფინანსებული პროვოკაციების ამოწურვისა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წესის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ სპეციფიური ფატქორის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა ხელოვანი იყენებს რა ხელოვანის სტატუსს, პოლიტიკაში ჩართვას და პოლიტიკურ ასპარესზე ქულების დაგროვებას ცდილობს ?
–20 იანვრის შემდეგ ევროსახალხო პარტიის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური ზეწოლაც საბოლოოდ ჩაუკვდებათ. მერე ?! მერე იქნება პარლამენტთან გაქუცული რამდენიმე მონაწილიანი აქცია. 35 წლის განმავლობაში მრავლად გვინახავს ასეთი.
ის ხელოვანები, რომლებიც ცალკე აპროტესტებენ, ისევ ,,ნაცების” პოლიტიკის ნაწილი არიან. ეს ხელოვანები ,,ნაცების” რეჟიმის პრივილეგირებული კულტმუშაკები არიან. იმ 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიებით კულტურის ყველა სფერო ,,გაასუფთავეს” ნამდვილი ხელოვანებისგან. ბევრს სერიოზული დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. მათ რეპრესიებს არაერთი შეეწირა კიდეც. ეს ხელოვნებასაც სერიოზულად დაემჩნა. მათ ნაწილს დღემდე უჭირავს საჯარო და კომერციული დაფინანსების კულტურის სადავეები. მათ დასაკარგი ნამდვილად აქვთ და იმიტომაც იბრძვიან პრივილიგირებული პირობების შესანარჩუნებლად.
ქეთი ხომერიკი





