
ყაველაშვილის ღირსეულმა ქმედებამ ზურაბიშვილის კორუფციის კვალი ამხილა ?
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
მადლობა პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს გამოვლენილი ჰუმანურობისთვის.
შეუძლებელია, ასეთი ჭეშმარიტად ჰუმანური ქრისტიანული აქტის მომსწრეებმა არ გავიხსენოთ პრეზიდენტ ყოფილის ,,მადამ” ზურაბიშვილის ქცევა შეწყალებასთან დაკავშირებით, როდესაც მან საკუთარი პრეზიდენტობის ვადის დასაწყისში, ფრიად საეჭვო შეწყალებები განახორციელა, რომელსაც აშკარად კორუფციული კვალი ეტყობოდა.
შეგახსენებთ, შეწყალებულთა შორის მოხვდნენ განზრახ მკვლელობისთვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის მსჯავრდებული პირები, რომლებსაც სულ მცირედი სასჯელი ჰქონდათ მოხდილი საპყრობილეში და მრავალი წელი წინ მოსახდელი.
სხავათა შორის, როდესაც ამ აშკარად კორუფციულ ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, კონსტიტუციის დამრღვევმა ,,მადამ” ზურაბიშვილმა საერთოდ შეწყვიტა შეწყალების უფლების გამოყენება, დაშალა მასთან არსებული შეწყალების კომისია და დარჩენილი წლების განმავლობაში შეწყალებას მხოლოდ თითო-ოროლა პატიმარს თუ ახებდა, ისიც, როგორც ჩვენი ძალოვანი კონფიდენციალური წყარო გვიამბობს, მხოლოდ მისი გამორჩეული დაქალისა და ცნობილი მექრთამე ადვოკატის რეკომენდაციით, რომელთან ერთადაც იყოფდა კიდეც ამ შეწყალებათა უმეტესობაში მიღებულ ფინანსურ შემოსავალს.
,,ეს ინფორმაცია მხოლოდ აისბერგის წვერს ასახავს. არსებითად, სალომე ზურაბიშვილი და მისი დაქალოჩკა მექრთამე ადვოკატი საპრეზიდენტო შეწყალების უფლებას მეწველი ძროხასავით იყენებდნენ, რაზეც დეტალებსა და ფაქტებს ნელ-ნელა მოგაწვდით, რადგან ზურაბიშვილის უმსგავსობები მხოლოდ შეწყალებებში ,,ფულის ჭრით” არ შემოიფარგლება და სხვა უფლებებსაც, მათ შორის მოქალაქეობის მინიჭებას, ის უმეტესად მერკანტილური ინტერესით იყენებდა”,- გვიმტკიცებს წყარო.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის ნათელი გახდება აშკარა სხვაობა მიხეილ ყაველაშვილის ღირსეულ ნაბიჯსა და სალომე ზურაბიშვილის ბინძურ კორუფციულ ქმედებებს შორის.
დაბოლოს, არსებობს მოლოდინი, რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაწყებული საქმე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და იურიდიული მრჩეველის დიმიტრი გაბუნიას დაუყოვნებელი გადადგომა მოჰყვა, აქტიური გამოძიების ფაზაში შევა და საზოგადოება ზუსტად გაიგებს რის საფასურად შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა 15 წლით ციხეში გაშვებული პოლიციელის მკვლელი.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





