• January

    20

    2025
  • 86
  • 0
კობა კობალაძემ და ვეტერანებმა სილვია სერანოსა და ანა ლე ჰიურესთან შეხვედრა გამართეს

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა სილვია სერანოსა და ანა ლე ჰიურესთან შეხვედრა გამართეს

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა სილვია სერანოსა და ანა ლე ჰიურესთან შეხვედრა გამართეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, სილვია სერანოსა და პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის სოციოლოგს, ანა ლე ჰიურეს უმასპინძლა. შეხვედრა ფრანგი სტუმრების ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც, საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანების, მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვის სერვისების, სახელმწიფოსა და სამსახურის მიერ ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელებული ერთობლივი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება გახლდათ.

სილვია სერანო მრავალი წელია მუშაობს ვეტერანთა საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნებში და ამზადებს სტატიებს მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ამჯერად, იგი საქართველოს ვეტერანებით დაინტერესდა და სწორედ ამიტომ, თავის კოლეგასთან, ანა ლე ჰიურესთან ერთად ეწვია სამსახურს.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმრებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის შექმნის ისტორიაზე, განვითარების დინამიკაზე, ადმინისტრაციულ მოწყობაზე, იმ პროგრამებზე, რომელთაც სამსახური სახელმწიფოსთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.

სტუმრებმა, თავიანთ გამოსვლაში განაცხადეს, რომ აუცილებელია, აღინიშნოს სახელმწიფოს მიერ ვეტერანთა მიმართ გამოხატული აშკარა თანადგომა და მზრუნველობა; წარმოუდგენელია, არ დაინახო ის პროგრესი, რომელიც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თვალნათლივ არსებობს, რაც, მომავალში, ვეტერანთა მდგომარეობის მეტად გაუმჯობესების აშკარა იმედს იძლევა.სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ღონისძიებები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად, ქვეყნისთვის თავდადებული მეომრების სახელების უკვდავსაყოფად ატარებს.

მხარეებმა, იმედი გამოთქვეს, რომ სამსახურის საერთაშორისო პარტნიორთა შორის, მომავალში, საფრანგეთიც იქნება, რომელსაც ვეტერანების მხარდაჭერისა და თანადგომის მდიდარი გამოცდილება აქვს.

შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებისა და, ასევე, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიების მონაწილეები, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ნანა გაგუა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor