• January

    20

    2025
  • 102
  • 0
ლევან იოსელიანი – საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება

ლევან იოსელიანი – საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება

მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე, ბევრი განმარტება გავაკეთე. სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანს კითხვა დაუსვეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებაზე, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან სისტემურ ძალადობად არ შეაფასა აქციების დროს დაზარალებულების მდგომარეობა.

„ათზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა პოლიციას და ხელისუფლებას ეკისრება, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება“, – განაცხადა იოსელიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor