• January

    21

    2025
  • 92
  • 0
დონალდ ტრამპი – აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნების დახმარება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევას, რომლებიც ჰარმონიულ, სტაბილურ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება

დონალდ ტრამპი – აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნების დახმარება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევას, რომლებიც ჰარმონიულ, სტაბილურ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის მიერ სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევას, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა 90 დღით საგარეო დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა.

პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“.

ამიტომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor