• January

    21

    2025
  • 78
  • 0
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა.

ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმრო 161-ნომრიანია. სასტუმროს განლაგებამ საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.

შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტზე ბევრი ვიზიტორია. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ხანძართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ერდოღანის განკარგულებით, კურორტზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტი ქოროღლუს მთებში, ბოლუდან 38 კილომეტრში და სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor