• January

    22

    2025
  • 77
  • 0
დონალდ ტრამპის ბრძანებით, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ყველა ოფისის და პროგრამის დახურვის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ

დონალდ ტრამპის ბრძანებით, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ყველა ოფისის და პროგრამის დახურვის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პერსონალის მართვის ოფისის ახალ განცხადებაში.

დავალება გაიცა დეპარტამენტებისა და უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც თანამშრომლებს 22 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ, რომ მათ მიეცემათ ანაზღაურებადი ადმინისტრაციული შვებულება, რადგან სააგენტოები ემზადებიან, დახურონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ყველა ოფისი და პროგრამა, ასევე წაშალონ მათი ყველა ვებგვერდი და სოციალური მედიის ანგარიში.

ბრძანება ასევე სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, 31 იანვრამდე წარადგინონ წერილობითი გეგმა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აჩერებს ფედერალურ სააგენტოებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor