• January

    22

    2025
  • 120
  • 0
,,ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში განზრახ”- ადვოკატი პაატა შავაძე ,,მთავარ არხს”

,,ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში განზრახ”- ადვოკატი პაატა შავაძე ,,მთავარ არხს”

,,ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში განზრახ”, -ასე მიმართვას ადვოკატი შავაძე ,,მთავარ არხს”:

,,ფაქტზე დაიწყო და არა ირაკლის მიმართ ! ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში განზრახ ! ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიება იწყება საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ, ავტომატურად, საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ლეგალურობისა და ex officio პრინციპების საფუძველზე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების ან/და პირველივე საგამოძიებო მოქმედებისთანავე (სსსკ-ის 100-101-ე მუხლები). საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გამოძიების დაწყებაზე პროცესუალური (ფორმალური) დოკუმენტის მიღებას საგამოძიებო ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ. გამომძიებელი ან პროკურორი გამოძიების დაწყებას აღრიცხავს შესაბამისი დოკუმენტით. სისხლის სამართლის საქმეს შესაბამისი ნომერი ეძლევა. გამოძიების დაწყების ბარათი საქმეს დაერთვება. მაგ. შესაბამის ორგანოებს მიაწოდეს ინფორმაცია პირზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადიან შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე პირველივე საგამოძიებო მოქმედებით, ავტომატურად, კანონიდან გამომდინარე, იწყება გამოძიება. გამოძიების დაწყება სავალდებულოა. თუ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, გამომძიებელს, პროკურორს, უფლება არა აქვთ, პირადი, თავისუფალი თვალთახედვით უარი თქვან გამოძიების დაწყებაზე. თუ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლებს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (სსსკ-ის 105-ე მუხლში დაწყებული გამოძიებისა და დევნის შეწყვეტის, ასევე, დევნის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლებია განსაზღვრული).
გამოძიების ეტაპი, როგორც წესი, წინ უსწრებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ეტაპს. დევნა და გამოძიება ხშირად ერთდროულად იწყება, მაგ. პირის დაკავების სამართლებრივი შედეგია გამოძიებისა და დევნის ერთდროულად დაწყება.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული იქნა გამოძიება მზია ამაღლობელის მიმართ, პოლიციის მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-მე-3) რაც სრულებითაც არ ნიშნავს კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მიმართ ხსენებული მუხლით გამოძიების დაწყებას.. უფრო მეტიც, ირაკლი დგებუაძის მიმართ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნაც…”,- წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ,,მთავარმა” გამოცემა – ,,ბათუმელებზე” დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა” ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება ,,სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო”.

მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor