• January

    22

    2025
  • 352
  • 0
,,გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო” – ქეთი ხომერიკი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

,,გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო” – ქეთი ხომერიკი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი, ქეთევან ხომერიკი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თხოვნით მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს დიდუბე-ჩუღურეთის  მთავარი სამმართველო, ასევე მე-4 სამმართველო.

ქეთი ხომერიკი სპეციალურ ფეისბუქ მიმართვაში ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვეა, მასზე სოციალურ ქსელში ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მისი გამოკითხვა კი, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში, უშედეგოდ მიმდინარეობს.

ჟურნალისტი ეჭვობს, რომ, შესაძლოა, საქმე სპეციალურად ჭიანურდება და არ ხდება ყალბი ექაუნთების დადგენა.

,,ბატონო ვახტანგ, გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ დიდუბე ჩუღურეთის სამმართველო. საინტერესოა, რატომ არ ხდება ყალბი ექაუნთების დადგენა, საიდანაც “GEO NEWS-ის” მისამართით თვეებია ხორციელდება ბულინგი.

ასევე, გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანეთ მე-4 სამმართველოს უფროსი, გიორგი პაპიძე და შსს-ს გენერალური ინსპექციის გამომძიებელი, აბო დარსალია.

და მთავარი კითხვა – რატომ აჭიანურებს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველო საქმეს და ვის აფარებს ხელს, თუ ამ სამმართველოში ,,ჩანერგილები” არიან ? “,- აცხადებს ქეთი ხომერიკი.

ვიდეომიმართვაში ქეთი ხომერიკი ასევე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსაც  მიმართავს. ლილუაშვილს ნდობას უცხადებს და დახმარებას სთხოვს.

ამასთან, ,,ჯეო ნიუსის” დამფუძნებელი  ვიდეო მიმართვაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზეც საუბრობს და  აცხადებს, რომ კარლო კაციტაძის უწყება უმოქმედოა.

პ.ს. Geo news-ი” დამოუკიდებელი საინფორმაციო ანალიტიკური ინტერნეტგამოცემაა, რომელიც 2023 წლის 11 სექტემბრიდან გამოდის.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების პრინციპით და არ გამოვხატავთ რომელიმე პარტიისა თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესებს.

ვიდეომიმართვა იხილეთ ვრცლად:

https://www.facebook.com/share/v/18AK5vW8Tn/

მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor