
ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აშშ-მ იდიოლოგიზირებული ფულის გადახდა შეწყვიტა
დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში მნიშვნელოვან გამოსვლას გამართა. სადაც ტრამპმა შეაფასა ქვეყნის მიმდინარე მდგომარეობა და წარადგინა საკუთარი ხედვები.
ტრამპმა ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და ამერიკის საზღვრების დაცვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, „ამერიკის ინტერესები უნდა იყოს წინა პლანზე, და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან.“
მაგრამ მთავარი ის არის, რომ დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას. ამ გადაწყვეტილების მიზანია, გადაისინჯოს და შეფასდეს, რამდენად შეესაბამება ეს პროგრამები ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ ინტერესებს.
აღნიშნული შეჩერება შეეხება უცხო ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, სადაც დაფინანსებას დაკარგავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კონტრაქტორები. ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ პროგრამები სრულად შეესაბამება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
ამ გამოსვლამ მისი მხარდამჭერების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა და ახალი იმპულსი მისცა მის პოლიტიკურ კამპანიას.
რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას, როგორ შეაფასა ,,ქართულმა ოცნებამ” :
მმართველ ძალაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას – შეიძლება ,,გამჭვირვალობის კანონი” საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც. როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით“.
არსებითია იმის ხაზგასზმა, რომ ამ გადაწყვეტილებით ტრამპმა მსოფლიოს წინაშე გააშიშვლა აშშ-ს საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც ერთგავრი იდეოლოგიური დამუხტვის მექანიზმს წარმოადგენდა და პირდაპირ ფინანსდებოდა ამერიკული ე.წ. დახმარების ფონდებიდან, რეალურად კი, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა ეს ყოველთვის ემსახურებოდა აშშ-ს დომინაციის უზრუნველყოფასა და საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტებას.
მოამზადა-გიული ირემაძემ





