• January

    24

    2025
  • 222
  • 0
იაგო ხვიჩია: ,,უსირცხვილოდ ყველა ტრამპისტი გახდება და ეს პროცესი ჩერგოლეიშვილით დაიწყო”

იაგო ხვიჩია: ,,უსირცხვილოდ ყველა ტრამპისტი გახდება და ეს პროცესი ჩერგოლეიშვილით დაიწყო”

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და რა გავლენას იქონიებს ტრამპის ფაქტორი ჩვენს რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე ? ,,GEO NEWS”  პარტია ,,გირჩის” თავჯდომარეს იაგო ხვიჩიას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

ბატონო იაგო, მოდით, ტრამპის ფაქტორის შეფასებით დავიწყოთ. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ კუთხით ?

-სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მშურს ამერიკელების. ისინი საერთოდ სხვაგან არიან. სხვა გამოწვევებს ებრძვიან, ჩვენ კი ,,ნაც-ქოცურ” დაპირისპირებას ვართ გადაყოლილი. ფაქტია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სიბნელეში ჯდომა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჭუჭრუტანიდან ვუყურებთ მსოფლიოში მიმდინარე გენიალურ მოვლენებს, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, სადაც ჩვენ არ ვმონაწილეობთ და ვერთობით მხოლოდ იმით, ტრამპის რომელი მაგინებელი პოლიტიკოსი სად და რა ადგილას მოხვდა ინაუგურაციაზე.

ამ კონტექსტში თქვენ ფიქრობთ, რომ ტრამპის მოსვლას საქართველოსთვის დადებითი ეფექტი არ ექნება ?

-თავისუფლების იდეის გამარჯვება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანაში, როგორ შეიძლება დადებითად არ აისახოს საქართველოზე ? ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩვენ რაღაცნაირად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მეორე შანსი გაჩნდეს.

განმარტებულიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ტრამპი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს ?

-ჩემი აზრით, როგორც კი ტრამპის ადმინისტრაცია ბოლომდე ჩამოყალიბდება,ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერი მეტად გართულდება, ამიტომ სჯობს, რომ მასთან სალაპარაკოდ თავიდანვე კონსტრუქციულად განწყობილნი იყო.

იცით, ერთია, არჩევნები როგორ ჩატარდა და მეორეა, არჩევნების შემდგომი მოვლენები როგორ განვითარდა. ,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაცია დაკარგა, როდესაც თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებდა.

ევროკავშირი გაფართოებას 2030 წლამდე არ აპირებს…

-თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში რაიმე დალაგდეს, მაშინ ახალი არჩევნებია საჭირო, რადგანაც პასუხი კითხვაზე, როგორ გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან არის, ისევ და ისევ, ახალი არჩევნები. მგონი, ყველანი ვხედავთ, რომ სიტუაცია უარესდება, ყოველ შემთხვევაში არ უმჯობესდება და ,,ქართული ოცნება” დასავლეთთან ურთიერთობას ვერ ალაგებს.

როგორ განვითარდება მოვლენები და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ?

-ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი სიტუაციის განვითარებას აკვირდება, იმიტომ, რომ ერთი შესაძლებლობაა, როდესაც ტრამპი ,,ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს და მეორე – ოპოზიციას.

ოპოზიციის გამკვირვებია, ის ხალხი, ვინც ტრამპს ღიად აგინებდა, ახლა ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო შეუძვრება, თან ნერვიც არ შეტოკებიათ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ტრამპისტობაზე დაიწყეს კონკურენცია, თვით ისეთმა პიროვნებებმა, როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელიც ჰილარი კლინტონის პირწავარდნილი ფანი იყო. სალომე ზურაბიშვილზე აღარაფერს ვამბობ. ვაზელინით ხელში რიგში ჩადგებიან. აი, ასეთი ხალხია ჩვენთან. შესაბამისად, რატომ ველოდებით რაღაც საოცრებას ? ვიმეორებ, გამოსავალი ერთია, ხალხმა უნდა სცადოს მდგომარეობის გამოსწორება და ახალ არჩევნებში გონივრული არჩევანის გაკეთება.

როგორ ფიქრობთ, თუ არაფერი შეიცვალა და ახალი არჩევნები არ დაინიშნა, მაშინ რას იზამენ ოპოზიციური პარტიები, შევლენ პარლამენტში ?

-ვფიქრობ, შევლენ. ამიტომ, რაც მთავარია საზოგადოებასმ უნდა დაინახოს, რომ სამყარო სხვა მიმართულებით მიდის, ჩვენ კი, სხვაგან ვრჩებით. ხალხმა უნდა შეცვალოს ყველაფერი, თუ არადა, სამყარო მომდევნო 4 წელი სხვა მიმართულებით ივლის, ჩვენ კი ერთ ადგილას გავიყინებით.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor