• October

    8

    2023
  • 181
  • 0

ლევან ხაბეიშვილი – სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშოა ერთ ხელში

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ბიძინა ივანშვილის გარდა არავის აინტერესებს.

„არა ერთხელ, ათჯერ, ათასჯერ მითქვას, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე  არის ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშო ერთ ხელში. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ, მეტიც საჯაროდ ნახეთ რაღაც პრეზიდენტის კეკლუცი ბიძინა ივანიშვილის  სასახლესთან, ვინმეს თუ წარმოდგენები აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება ან დირექტივებს არ იღებს, ეს მისი აღქმების პრობლემა შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს რაღაც მოგონილი იმპიჩმენტი, რომელიც არავის არ აინტერესებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ქვეყნის გარეთ აზიანებს კანდიდატის სტატუს იმიტომ აკეთებს და ქვეყნის შიგნით ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან რაიმე პოლიტიკური „აჯენდა“ გამოძერწოს. ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა ამ სხდომაზე და მეტიც, სხვებსაც მოვუწოდებ, რომ კონკრეტული სპეკულაციები, რომ არ იყოს, მონაწილეობა ამ კენჭისყრაში არ მიიღონ.

არ მგონია, ეს 5 პროცენტი, რომლის დაკლებასაც აპირებენ ხელფასიდან, ვინმესთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მე აქედან მინდა ვუთხრა ყველას, რომ თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ავიღოთ ეს ხარჯი ჩვენს კისერზე. არ დარჩეს არცერთი კითხვა სასპეკულაციოდ, რომ ქვეყნის კანდიდატის სტატუსს დაემუქროს საფრთხე, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესით აკეთებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor