• January

    25

    2025
  • 78
  • 0
მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები; აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დადებით დინამიკას.

„ამ კონტექსტში საუბარი შეეხო მომავალ კვირას დაგეგმილ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რომელიც კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსაკვეთად. ასევე, დადებითად შეფასდა იანვრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor