• January

    25

    2025
  • 125
  • 0
რევოლუციების დრო საქართველოში უკან მოუხედავად დასრულდა !

რევოლუციების დრო საქართველოში უკან მოუხედავად დასრულდა !

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რევოლუციის მცდელობებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „კანვასის“ მეთოდით რევოლუციური პროცესების ორგანიზება საქართველოში წარუმატებლობისთვის არის განწირული.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა ჩაიშალა, ხოლო ამჟამინდელი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობაც იგივე გზას დაადგება.

,,’საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის ოთხი მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს, ხან არასამთავრობო ორგანიზაციებით, ხან ჟურნალისტებით – მედიის სხვადასხვა წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ ამ პროცესებში. ახლა კი ვხედავთ ე.წ. „კანვასის“ რევოლუციის მცდელობას. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს. ფსევდოელიტის მცდელობები მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან ამგვარი მცდელობები ყოველთვის წარუმატებლობით სრულდება,“ – განაცხადა კობახიძემ.

,,კანვასის“ მეთოდოლოგია ძირითადად მოქალაქეების მობილიზებას და ხელისუფლების წინააღმდეგ რევოლუციური მოძრაობების შექმნას გულისხმობს. თუმცა, პრემიერის თქმით, ეს მიდგომა საქართველოში ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, რადგან ხალხი მყარად უჭერს მხარს სტაბილურობას და კანონის უზენაესობას.

„ნებისმიერი მსგავსი მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს ეხმარება პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მზად არის, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა პროფესია და სფერო დაცული და მხარდაჭერილი იქნება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მოქალაქეების მხარდაჭერა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის თავიდან აცილება.

„მინდა ყველას მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას და არ ჩაერთონ მავნებლურ პროცესებში. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველას მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმოება მშვიდ და სტაბილურ გარემოში,“ – დასძინა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკვე მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება და გამოხმაურება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ არის მიმართული. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი, მთავრობის განცხადებას კრიტიკულად აფასებენ და მას თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევენ.

ამ ეტაპზე საზოგადოება და პოლიტიკოსები დიდი ყურადღებით აკვირდებიან „კანვასის“ და სხვა ორგანიზაციების როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. თუმცა, აშკარაა, რომ ხელისუფლება მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს რევოლუციური სცენარების პრევენციის მიმართ.

შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებდნენ ტრენინგებს, რომელთა მიზანი, უწყების მტკიცებით, იყო ახალგაზრდების მომზადება დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესებისთვის. აღნიშნული ტრენინგები, უწყების განცხადებით, „კანვასის“ მეთოდოლოგიაზე იყო დაფუძნებული და მათში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის და პრემიერ-მინისტრის განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში სტაბილურობის დაცვის მნიშვნელობას და საზოგადოებრივი მობილიზაციის რისკებს, განსაკუთრებით, უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით. 

საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას და არა პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილს. ხოლო თუ „კანვასის“ საქმიანობა მართლაც შეიცავს უკანონო ქმედებების ნიშნებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინოს, რაც არსებული ეჭვების საფუძვლიანობას დაადასტურებს.

ამავდროულად, ხელისუფლების მოწოდება პროფესიული საქმიანობისადმი ყურადღების მიქცევისკენ და დაპირება, რომ სახელმწიფო ყველას დაეხმარება პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, პოზიტიურად აღიქმება. თუმცა ეს დაპირება მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, თუ ხელისუფლება ამას კონკრეტული ქმედებებით გაამყარებს, რისი მოლოდინიც გვაქვს.

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor