• January

    28

    2025
  • 83
  • 0
სერბეთში მიმდინარე აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციები გაგრძელდება

სერბეთში მიმდინარე აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციები გაგრძელდება

სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი სადში შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციები გაგრძელდება.

„ისინი შეიძლება, გადადგნენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მედიის ინფორმაციით, ნოვი სადში აქციის სამ მონაწილეს თავს დაესხნენ. დემონსტრანტები თავდასხმაში ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტიის“ წევრებს ადანაშაულებენ. ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება და ის ადგილობრივ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.

საპროტესტო აქციების ფარგლებში მანამდე სტუდენტებმა ბელგრადის ერთ-ერთი მთავარი გზაჯვარედინიც გადაკეტეს.

სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor